შაბათს, ინგლისის მესამე დივიზიონში, „სკანთორპ იუნაიტედსა“ და „პორტსმუთს“ შორის გამართულ მატჩში უცნაური რამ მოხდა. შეხვედრის დასრულებამდე ტაბლოზე მასპინძელთა სასარგებლოდ 5:0 ენთო. სტუმართა გუნდის 17 წლის ქომაგმა ბრედლი საუნდერსმა წარუმატებელი გასვლით მატჩის გახალისება უჩვეულო გზით გადაწყვიტა. მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც მასპინძელთა მეკარე სემ სლოკომბმა წყლის დალევა გადაწყვიტა, მასთან ახალგაზრდა ქომაგი მიიჭრია და ფოტო გადაიღო.
„პორტსმუთი“ ანგარიშით 0:5 აგებდა. „სკანთორპის“ მეკარეს საქმე არ ჰქონდა და ასე ვითავხედე“, – ეს წარწერა გაუკეთა ქომაგმა სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოს.
„მას წყლის დალევა სურდა, მე მისი კარის უკან ვიჯექი, მივირბინე და უცბად ფოტო გადავიღე. ალბათ, ამიტომაც აქვს ასეთი დაბნეული სახე“, – განმარტა მოგვიანებით ახალგაზრდა გულშემატკივარმა.
შესაძლოა, ამ მოულოდნელმა ფოტოსესიამ მეკარეს მატჩზე კონცენტრაცია დააკარგვინა. შედეგად, ერთი ბურთი გაუშვა, თუმც „სკანთორპმა“ ერთ დროს პრემიერლიგის ბინადარ „პორტსმუთს“ დამაჯერებელი ანგარიშით სძლია – 5:1.
ბექა დოგრაშვილი