მონტელასთან კონფლიქტის გამო, შესაძლოა, ბენ იედერმა კლუბი დატოვოს

“სევილიას” რიგები, შესაძლოა, კიდევ ერთმა თავდამსხმელმა დატოვოს. ამჯერად საქმე ვისამ ბენ-იედერს ეხება. ამ ინფორმაციას ესპანური და ფრანგული წყაროები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგ თავდამსხმელს არც თუ ისე კარგი ურთიერტობა აქვს გუნდის ახალ თავკაცთან, ვინჩენცო მონტელასთან. თავისმხრივ, მონტელამ განაცხადა, რომ ბენ იედერი ამიერიდან “სევილიას” ძირითადში აღარ იქნებოდა.

როგორც იცით, ბენ იდერი “დალაქების” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში მაან 25 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

“სევილიასა” და ბენ იედერს შორის არსებული მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება, მის გამოსასყიდ თანხად კი 30 მილიონი ევროა მითითებული.

“ტულუზას” ფეხბურთელმა გოლის აღნიშვნისას მსაჯის მოტყუება სცადა

23 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ტულუზასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (2:4), საინტერესო რამ მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “ტულუზას” თავდამსხმელმა, ბენ იედერმა გატანილი გოლის შემდეგ მსაჯის მოტყუება სცადა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და არბიტრმა ყვითელი ბარათით დასაჯა.