ზაგრების “დინამოს” მეთაური: “ედუარდო პრემიერ ლიგაში მიდის”

ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაგრების “დინამოს” პორტუგალიელი მეკარის, ედუარდოს გადაბირებას აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ხორვატთა მთავარი მწვრთნელი, ზლატკო კრანჩარი ადასტურებს.

ზაგრებელთა თავკაცის თქმით, 33 წლის მეკარე “სტემფორდ ბრიჯზე” მას შემდეგ გადაბარგდება, რაც “დინამო” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეგიდით გასამართ მატჩში “ზალცბურგს” დაუპირისპირდება.

“ედუარდოსთვის დიდი პატივია კარიერის ისეთ კლუბში გაგრძელება, როგორიც “ჩელსია”. დიახ, ვფიქრობ, რომ ის კლუბს “ზალცბურგთან” გასამართი მატჩის შემდეგ დატოვებს.” – განაცხადა კრანჩარმა.

ედუარო: „რონალდუ გერმანიასთან ითამაშებს“

პორტუგალიის ნაკრების მეკარის ედუარდოს თქმით, გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გერმანიასთან თამაშს შეძლებს.

ორშაბათს პორტუგალიელები მუნდიალს სწორედ გერმანელებთან შეხვედრით დაიწყებენ. აქამდე არაერთი წყარო რონალდუს მხრიდან მატჩის შესაძლო გამოტოვებაზე წერდა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ კრიშტიანუ აღნიშნული შეხვედრისათვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

„კრიშტიანუ რიგზეა. ჩვენთან ერთად მან უპრობლემოდ ივარჯიშა. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის იგი 100%-თ არის მზად“, – განაცხადა ედუარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ედუარდოს პრემიერლიგაში დაბრუნების იმედი აქვს

დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელ ედუარდოს პრემიერლიგაში სურს დაბრუნებას. “არსენალის” ყოფილ მოთამაშეს, დონეცკელებთან კონტაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

“ძალიან მიყვარს ინგლისი ჩემპიონატი. ახლაც მაქვს ახლო კონტაქტი როსიცკისტან და სანიასთან. ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე “ხორავატიის” ნაკრების შემადგენლობაში თუ კარგად წარმოვაჩინე ჩემი შესაძლებლობები. ინგლისში დაბრუნების შანსი აუცილებლად მომეცემა” – განაცხადა ედუარდომ.