გიორგი შერმადინის “უნიკახა” ისევ დამარცხდა

ევროლიგაში მოაპარეზე “უნიკახამ” გათამაშების ერთ-ერთ საუკეტესო გუნდს “ცსკას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 9 ქულის სხვაობით დამარცხდა.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეული იყო და პარკეტზე 11:45 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინი ანგარიშზე 4-დან 1 ორქულიანია. მის წინააღმდეგ თამაშის წესები 3-ჯერ დაარღვიე, თვითონ კი 4 ფოლი მოაგროვა. “უნიკახას” შემადგენლობაში მყოფმა მეორე ცენტრმა ჯეიმს ოგასტინმა 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და მალაგელთა რიგებში საუკეთესო იყო.

ამ მარცხის შემდეგ შერმადინის “უნიკახას” 9 შეხვედრაში 6 მარცხი და 3 გამარჯვება მოუგროვდა და ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს, ესპანელები 1 დეკემბერს ათენში პანათინაიკოს ეწვევიან.

შერმადინის 6 ქულა და 3 მოხსნა ბოლონიაში

ბოლო დროს წარმატებულად მოასპარეზე გიორგი შერმადინის „კანტუმ“ მარცხი განიცადა. კანტუელები ბოლონიაში ამავე სახელწოდების გუნდს ესტუმრნენ და 12 ქულის სხვაობით – 96:108 წააგეს.

მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში იყო, შერმადინს მხოლოდ 12 წუთი მოუწია თამაშმა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად გიორგის 3 მოხსნა ჰქონდა.

ჩინებულად გაისარჯა კანტუელთა ამერიკელი ლეგიონერი დარიუს ჯონსონ-ოდომი, რომელმაც 27 ქულა და 7 პასი დააგროვა, მაგრამ მხოლოდ მისი გარჯა არ აღმოჩნდა გასამარჯვებლად საკმარისი.

9 მოგებითა და 10 წაგებით „კანტუ“ იტალიის უმაღლეს ლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი საკმაო პაუზის შემდეგ – 1 მარტს ელის, როცა სასარიში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

gbf.ge

შერმადინის გუნდმა “ვარეზეს” სძლია და მე-8 ადგილზე აინაცვლა

იტალიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „კანტუმ“. ტურის ბოლო მატჩში კანტუელებმა „ვარეზეს“ უმასპინძლეს და 91:83 სძლიეს. ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა სერია „ა“-ში მე-8 ადგილზე აინაცვლა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

კანტუელთაგან საუკეთესო იყო ამერიკელი დეჟან ჯონსი, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. შერმადინის კლუბმა 7 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთმე-8პოზიციას უწიამომდევნო მატჩს კი 1 თებერვალსსტუმრად, “სიდიგას აველინოსთან” ჩაატარებს.

gbf.ge

შერმადინის შედეგიანი გარჯა “კანტუს” “რომასთან” მოსაგებად არ ეყო

გიორგი შერმადინი აგრძელებს წარმატებულ თამაშს, თუმცა მისმა გუნდმა ამჯერად ვერ მოიგო. იტალიის სერია „ა“-ს მორიგ ტურში შერმადინის გუნდმა „რომას“ უმასპინძლა და მიუხედავად ქართველი ლეგიონერის დამაჯერებელი გარჯისა, 60:70 დამარცხდა.

წინა მატჩის მსგავსად შერმადინს ორმაგი დუბლი არ ჰქონია, თუმცა ის თავის გუნდში სტეფანო ჯენტილესთან ერთად საუკეთესო იყო. ქარველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში, 22 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 7 მხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინს მარგი ქმედების კოეფიციენტის იტალიური ლიგის დათვლის სპეციფიკით 18 ერთეული დაუგროვდა. ზუსტად იმდენი,რამდენიც მის თანაგუნდელს, 17 ქულის მომგროვებელ სტეფანო ჯენტილეს.

„კანტუმ“ 6 მოგება და 9 წაგება მოაგროვა და სერია „ა“-ს კიდევ 5 გუნდთან ერთად 12 ქულიIX-XIV ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში, 25 იანვარს, „კანტუ“ „ვარეზეს“ უმასპინძლლებს. მანამდე იტალიაში თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სერია „ა“-ს მიმდინარე ცხრილის საუკეთესო 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

gbf.ge

შერმადინის 7 ქულა და 5 მოხსნა

სტარტი აიღო ევროთასის გათამაშების მეორე ჯგუფურმა ეტაპმა, რომელშიც 2 ქართველის გუნდი – გიორგი შერმადინის „კანტუ“ და ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი“ ასპარეზობენ. ამ უკანასკნელმა ევროთასზე ევროლიგიდან გადმოინაცვლა, ხოლო „კანტუ“ თავიდანვე ევროთასზე იყო და ტურნირში ასპარეზობას წარმატებული პირველი ჯგუფური ეტაპის გამო აგრძელებს.

შერმადინის „კანტუმ“ პირველ ტურში საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხა. იტალიელებმა რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლეს და 99:88 სძლიეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულშიიყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 1საჯარიმო ჩააგდო და 7 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.

აღსანიშნავიარომ 23:29 წუთის განმავლობაში შერმადინს ბურთი არ დაუკარგავს, 2 ჯარიმადა მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. კანტუელთაგან 10 და მეტი ქულაერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდოყველაზე შედეგიანი კი უნგრელი დამიანჰოლისი იყორომელმაც 19 ქულა მოაგროვა.

მომდევნო, მეორე ტურში „კანტუ“ სტუმრად, 14 იანვარს ბერძნულ პაოკს ეთამაშება.

gbf.ge

შერმადინის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატში მარცხი განიცადა

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში მარცხი განიცადა. კანტუელები სტუმრად „ვანოლის“ შეხვდენ და63:71 წააგეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 12 წუთით იმყოფებოდა. ქართველმა ცენტრმა 2 ორქულიანი ააცილა და საბოლოოდ 1 მოხსნას დასჯერდა.

4 მოგებითა და 8 მარცხით „კანტუ“ 16-გუნდიან სერია „ა“-ში მე-14 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას შერმადინის გუნდი 29 დეკემბერს შინ „გრისინთან“ გამართავს.

gbf.ge

შერმადინის “კანტუმ” ბელგიაში წააგო, თუმცა ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

ევროთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ბელგიაში, „ოსტენდესთან“ 77:83 წააგო, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მის მოსაგებად იტალიურმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.

ბოლო მეოთხედის წინ კანტუელები 6 ქულით – 59:53 იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და 30:18 მოგებული ათწუთეულის შემდეგ გამარჯვება გაიფორმეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 7:24 წუთით გამოჩნდა. მცირე დროში ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 3 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა. კანტუელთაგან საუკეთესო შედეგი კი ჯეიმს ფელდეინს ჰქონდა – 16 ქულა.

„კანტუმ“ საბოლოოდ 4 მოგებითა და 6 წაგებით ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც J ჯგუფში მოხვდა რუსულ „ხიმკისთან“, ბერძნულ პაოკ-თან და ევროლიგის B ჯგუფის მე-6-ადგილოსანთან, რომელიც ან ხორვატიული „ცედევიტა“ იქნება, ან – ბელგიური „ლიმოჟი“.

gbf.ge

შერმადინის 12 ქულამ “კანტუს” მოგსაგებად არ ეყო

გიორგი შერმადინის კარჯი თამაშისმიუხედავად, „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურისშეხვედრა „დორლანდოსთან“ წააგო.

ქართველი ცენტრი კანტუელთა გუნდის სასტარტო ხუთეულშიიმყოფებოდა და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა.“კანტუში“ შერმადინზე უკეთესი შედეგი ჯეიმს ფელდეინს ჰქონდა,  რომელმაც 33 წუთში 23 ქულა დააგროვა.

„კანტუს“ 4 მოგება და 6 მარცხი აქვს და ამ შედეგით სერია „ა“-ს ცხრილში მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში,21 დეკემბერს შერმადინის გუნდი „ვენეციას“ უმასპინძლებს.

gbf.ge

შერმადინის “კანტუმ” ევროთასის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ევროთასზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში კანტუელებმა ფრანგულ „დიჟონს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 89:63 იმარჯვეს.

ამ მოგებით შერმადინის გუნდმა ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა გაინაღდა. ბოლო ტურში „კანტუ“ ბელგიურ „ოსტენდეს“ ხვდება და რომც წააგოს, მე-4 ადგილზე დაბლა მაინც ვერ ჩამოვა.

კანტუელებმა იცოდნენ „დიჟონთან“ მატჩის ფასი. ფრანგულ კლუბს მეორე ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდა და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ შერმადინის გუნდმა იოლად იმარჯვა. მასპინძლება ყველა მეოთხედი საშუალო სხვაობით მოუგეს დიჟონელებს, რამაც საბოლოოდ 26-ქულიანი ლიდერობა შეადგინა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 19:14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, თამაშიდან კი არ შეუტევია. საბოლოოდ გიორგიმ 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

კანტუელთაგან 31 ქულით საუკეთესო ამერიკელი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახლდათ, როელმაც 9 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. 11 ქულა შემატა „კანტუს“ ერიკ უილიამსმა. დიჟონელთაგან 13 ქულით საუკეთესო ერიკ ჯოზეფი იყო, 12 ქულა კი ირვინ უოლკერმა დააგროვა.

4 მოგებით და 3 მარცხით კანტუელები ჯგუფში მე-4 ადგილზე არიან. ბოლო ტურში, 17 დეკემბერს ისინი ბელგიაში „ოსტენდეს“ შეხვდებიან.

gbf.ge

შერმადინის “კანტუმ” ოვერტაიმში წააგო

გიორგი შერმადინის გუნდმა იტალიის სერია „ა“-ში დასანანი მატჩი წააგო. „კანტუ“ პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით ამარცხებდა „პისტოიას“, თუმცა მეორე ნახევარში ეს ლიდერობა გაანიავა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით ხუთწუთეულში კი კანტუელები76:80 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 16 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი დადაფარება მოაგროვაგიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდობურთი ერთხელდაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღომის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა რიგებში 19 ქულით საუკეთესო დარიუს ჯონსონოდომი იყოსტუმართა გამარჯვებაშიკი ლომის წვლილი 25 ქულით ჯილბერტ ბრაუნმა დაიდო.

კანტუელებს 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და მე-10 ადგილზე დაქვეითდნენ. შემდეგ ტურში,14 დეკემბერს შერმადინის გუნდი „დორლანდოს” დაუპირისპირდება.

gbf.ge

სამედიცინო შემოწმებამ შერმადინის “სარაგოსასთან” კონტრაქტი შეაჩერა

გიორგი შერმადინმა ესპანურ „სარაგოსაში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ მისი ნატრავმალი ფეხი კიდევ 2-თვიან რეაბილიტაციას საჭიროებს. შესაბამისად, იმ კონტრაქტს, რომელიც მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, მოქმედება შეუჩერდა.

შერმადინი ესპანეთში დარჩება და რეაბილიტაციის კურსს სარაგოსაში გაივლის, რის შემდეგაც, მწყობრში რომ ჩადგება, არაგონულ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევა და ქართველი ცენტრიც გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.

gbf.ge

გიორგი შერმადინი ესპანურ “სარაგოსას” დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელმაც გასული ევროშესარჩევი ეტაპი ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის გამო გმოტოვა, ესპანური „სარაგოსას“ წევრი გახდა. ქართველი ცენტრი გასული სეზონის პირველ ნახევარში თამაობდა არაგონულ კლუბში, თუმცა გაზაფხულზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა.

შერმადინი ვიქტრ სანიკიძესთან ერთად საკმაოდ მძლავრ ტანდემს ქმნიდა სარაგოსელთა ხუთეულში. ახლა კი გიორგი ერთადერთი ქართველი იქნება არაგონულ კლუბში, რადგან სანიკიძე რუსუ „უნიკსში“ გადავიდა. შერმადინი „სარაგოსაში საშუალოდ 12.9 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებდა.

შერმადინმა „სარაგოსასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაგონული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ რუისმა ქართველი კალათბურთელის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: ისეთი შეგრძნება გვაქვსთითქოს გიო ჩვენი კლუბიდან არც წასულაროგორცსაკლუბო პერსონალსასევე გუნდის გულშემატკივრებს მისი შემატება ძალიან გაუხარდებათიგი ნამდვილი პროფესიონალია დასრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდაშერმადინს ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია და წესითდიდი სარგებელი უნდამოგვიტანოს”.

„სარაგოსამ“ უკვე 4 სკონტროლო მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. არაგონელებმა „უესკას“ 88:55 სძლიეს, „ლაბირალს“ – 64:63, „ესტუდიანტესს“ – 82:74 და „მურსიას“ 86:76. არაგონელებს მომდევნო მატჩი 19 სექტემბერს “ბრუისასთან” ელით და შესაძლოაამთამაშში მონაწილეობა შერმადინმაც მიიღოს. 21 სექტემბერს “სარაგოსა” “ვალენსიას” ეთამაშება, 25-ში – რუსულ “ხიმკის”, ხოლო 1ოქტომბერს – “რეალს”. უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს 5 ოქტომბერს აიღებს და შერმადინის კლუბი “ხუვენტუტსუმასპინძლებს.

gbf.ge