როგორ გაამასხარავა ფალკაომ იოზილი (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული რადამელ ფალკაო ინგლისის პრემიერლიგაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გამასხარავებაში უკვე შემჩნეულია.

2011 წლის მარტში კოლუმბიელი თავდამსხმელის “მსხვერპლი” მესუთ იოზილი გახდა. მართალია, მაშინ ერთი “პორტუს” ღირსებას იცავდა, მეორე კი – მადრიდის “რეალის”, თუმცა ფაქტი გასახსენებლად ღირს.

“იოზილს სიმპსონების მსგავსი თვალები აქვს”, – დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში ფალკაომ.

 

კოლუმბიელი ფეხბურთელი პირველი არ გახლავთ, რომელმაც იოზილის გარეგნობაზე ყურადღება გაამახვილა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია ვიდეო, რომელშიც “ბოკა ხუნიორსის” 13 წლის ქომაგი გონსალო გალვანი საუბრობს. საინტერესო ისაა, რომ ბიჭს ძალიან ამსგავსებენ მესუთ იოზილს.

„ჩელსიმ“ „სიმპსონებთან“ თანამშრომლობა დაიწყო

ლონდონის „ჩელსიმ“ ანიმაციურ სერიალ „სიმპსონებთან“ თანამშრომლობა დაიწყო. კლუბის ხუთი ფეხბურთელი „სიმპსონების“ გმირიც გახდა: პეტრ ჩეხი, ედენ აზარი, ფრენ ლამპარდი, ჯონ ტერი და ფერნანდო ტორესი.

„კარგია საკუთარი თავის და სხვა ფეხბურთელების ხილვა სიმპსონების რიგებში. „სიმპსონები“ ყოველთვის იყო და რჩება ჩემს საყვარელ შოუდ. ახლა ამ სერიალს ჩემი შვილებიც შეიყვარებენ. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ბარტსა და ჰომერს („სიმპსონების“ მთავარი გმირები) „ჩელსის“ ფეხბურთელებად ვიხილავ“, – განაცხადა ტერიმ.

აღსანიშნავია, რომ „სიმპსონები“ ტელევიზიის ისტორიაში დღემდე ყველაზე ხანგრძლივ მულტსერიალად რჩება. სერიალი 26 სეზონს ითვლის. ჟურნალ Time Magazine-ის ვერსიით, „სიმპსონები“ XX საუკუნის საუკეთესო შოუდ დასახელდა.

ბექა დოგრაშვილი