მანჩესტერს ევერტონის მოთამაშე სურს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს. “ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი “ევერტონის” ირლანდიელი უკანახაზელის, შეიმუს კოულმენის გადაბირებითაა დაინტერესებული.

ბრიდანული პრესის ცნობით მანჩესტერელები მზად არიან კოულმანში გარკვეულ თანხასთან ერთად “ევერტონს” მარუან ფელაინიც შესთავაზონ.

მიმდინარე სეზონში “მანჩესტერი” ცენტრალური მცველების დეფიცისტს განიცხდის. გასულ ტურში ჯონსი, ევანსი და სმოლინგი საკუთარდ გუნდს ტრავმების გამო ვერ ეხმარებოდნენ, ბლეკეტი კი დისკვალიფიცირებული იყო.

ევრა: “მოიესს მხარს ვუჭერთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ გუნდი დევიდ მოიესს მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს მანჩესტერელები “ოლიმპიაკოსთან” დამარცხდნენ და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგასაც გამოეთიშონ.

“გუნდში დიდი ცვლილებებია, რაც უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის. ჩვენს მწვრთნელს მხარს ვუჭერთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ” – განაცხადა ევრამ.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “მანჩესტერი” მეექვსე პოზიციაზეა და ლიდერ “ჩელსის” 15 ქულით ჩამორჩება.