იტალიურმა “ნაპოლიმ” ესპანელი მეკარე ანტონიო დობლასი დაიმატა.
33 წლის კიპერი ნეაპოლში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” მეორე მეკარემ რაფაელ კაბრალმა მძიმე ტრავმა მიიღო და დობლასის დამატებაც სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი.
ანტონიო დობლასი წლების განმავლობაში იცავდა “ბეტისის” ღირსებას. უთამაშია “სარაგოსაში”, “უესკაში” და “ხერესში”. მისი ბოლო კლუბი კი, აზერბაიჯანული “ხაზარი” იყო.