მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლას დაუმარცხებელი გუნდი სულაც არ ყავს.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში, “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე “შალკეს” მიიღებს.
“ვფიქრობ, “შალკე” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვიცი, რომ კლას-იან ჰუნტელაარსა და ჯეფერსონ ფარფანს დაცვის ხაზისათვის დახმარების გაწევა არ უყვართ, მაგრამ ამ ფუნქციებს სხვა მოთამაშეები კისრულობენ.
ჩემი აზრით, “ბაიერნი” დაუმარცხებელი სულაც არ არის. თუმცა, ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ”, – ამბობს ნოიერი.