A Bola: გაიტანი “მანჩესტერის” ფეხბურთელია

პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, “ბენფიკას” არგენტინელმა შემტევმა, ნიკოლას გაიტანმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელი მოაწერა.

27 წლის ნახევარმცველმა, 2014/2015 წლის სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ გაიტანა.

A Bola პორტუგალიაში ყველაზე სანდო და ცნობილი საინფორმაციო წყაროა, რომლის მტკიცებითაც, გარიგება 30 მილიონი დაჯდა.

ოფიციალური გარიგება მომავალ კვირაში მოხდება. მას შემდეგ, რაც “ბენფიკა” თასის ფინალში “მარიტიმოს” დაუპირისპირდება.

გაიტანს “ჩელსის” და რამდენიმე გრანდს წლებია აქტიურად უკავშირებდნენ.

no

გაიტანი – “პსჟ”-სა და “მანჩესტერ სიტის” სამიზნე

“ბენფიკას” გარემარბი, ნიკოლას გაიტანი ორი კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა.

არგენტინელმა ნოემბერში “არწივებთან” ხელშეკრულება 2018 წლამდე გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35-დან 45 მილიონ ევრომდეა.

პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს თქმით, გაიტანმა ერთდროულად ორი გუნდის, “პსჟ”-სა და “მანჩესტერ სიტის” ყურადღება მიიქცია. 26 წლის შემტევი მიმდინარე სეზონში საკმაოდ პროგრესირებს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბოკა ხუნიორსის” აღზრდილით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ვალენსია” ინტერესდებოდნენ.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტები “ბენფიკას” მატჩს დაესწრნენ

პორტუგალიური პრესის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტები “ბენფიკასა” და “ბრაგას” შორის გამართულ მატჩს დაესწრნენ.

ჩვენი პორტუგალიელი კოლეგების აზრით, “წითელი ეშმაკები” ლისაბონში “ბენფიკას” ორი ფეხბურთელის დასაკვირვებლად ჩავიდნენ. კერძოდ, საუბარია არგენტინელ ნახევარმცველებზე — ენცო პერესსა და ნიკოლას გაიტანზე.

პერესს “ვალენსიასთანაც” აქტიურად აკავშირებენ.

 

ნიკოლას გაიტანის ორიგინალური საჯარიმო

27 თებერვალს, უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ბენფიკასა” და “პაოკს” შორის გამართულ შეხვედრაში, ნიკოლას გაიტანმა საჯარიმო დარტყმა ორიგინალურად შეასრულა.