ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”

დღეს იტალიის თასის ფინალური მატჩია — ტურინის “იუვენტუსი” რომის “ლაციოს” წინააღმდეგ. “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია. რთული მატჩი გველის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ. იტალიის თასი “იუვენტუსს” 20 წელია, არ მოუგია და წელს შესაძლოა, ეს ტიტული მეათედ დავისაკუთროთ.

ანდრეა პირლო ითამაშებს. რას ვიტყოდი იტალიურ ფეხბურთზე? ყველა ლიგას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა. წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, “ნაპოლი” და “ფიორენტინა” ევროპის ლიგის ფინალთან იყვნენ ახლოს”, – ალეგრის კომენტარი “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

მატჩი “იუვენტუსსა” და “ლაციოს” შორის რომის “სტადიო ოლიმპიკოზე”, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

“ნაპოლის” “იუვენტუსთან” შეხვედრის გადატანა სურს

“ნაპოლის” პრეზიდენტ, აურელიო დე ლაურენტისს სურს,  რომ მისი გუნდისა და “იუვენტუსის” შეხვედრა რომაული დერბის დროს გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “ლაციო” – “რომას” შეხვედრა ორშაბათზე გადაიტანეს, რადგან “ლაციოს” ოთხშაბათს გასამართი თასის ფინალის შემდეგ დერბისთვის მოსამზადებლად დარჩენოდა დრო. “ნაპოლი” კი “იუვეს” შაბათს ეთამაშება, რაც კლუბის წარმომადგენლებს არ აწყობთ.

“ნაპოლი” ორ დედაქალაქურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში მოსახევდრად იბრძვის და ნეაპოლშიც შიშობენ, რომ რომაელები, რომლებსაც ტურინში გამართული მატჩის შედეგი ეცოდინებთ, შეხვედრას ფრედ დაასრულებენ.

Radio Kiss Kiss-ის ცნობით, დე ლაურენტისმა იტალიური ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის კომიტეტს უკვე მიმართა და გადაწყვეტილებაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

რომაული დერბი ერთი დღით გვიან ჩატარდება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ „ლაციოს“ ხელმძღვნალობის თხოვნა დააკმაყოფილა და „რომასთან“ შეხვედრა ერთი დღით გადადო.

შეხვედრა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით, 20:00 საათზე) დაიწყება.

ცნობისთვის, „ლაციომ“ „დერბი დელა კაპიტალეს“ ჩატარების თარიღის შეცვლა მას შემდეგ ისურვა, რაც იტალიის თასის ფინალური მატჩის თარიღი შეიცვალა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო იტალიის თასის ფინალის თარიღი შეცვლილია

„იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის თასის ფინალური შეხვედრის თარიღი შეცვლილია.

ცნობისთვის, თავდაპირველად მატჩი 7 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ „შავ-თეთრები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, „კოპა იტალიას“ მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი თამაში ოც მაისს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ექვს ივნისს გაიმართება.



ერნანესმა “ლაციოსთან” გატანილი გოლის შემდეგ გაკეთებული მალაყი “ლაციოს” პრეზიდენტს მიუძღვნა

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართა, სადაც რომის “ლაციომ” მილანის “ინტერი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან ორივე გოლი ერნანესმა გაიტანა, რომელიც მანამდე სწორედ “ლაციოს” ღირსებას იცავდა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გოლის აღნიშვნა არ სურდა, თუმცა მალაყზე გადასვლით ყოფილი კლუბის პრეზიდენტს უპასუხა.

“ეს ჩემს კარიერაში ყველაზე სევდიანი მალაყი იყო. არ მინდოდა, “ლაციოს” ფანების წინაშე უპატივცემულობა გამომეჩინა. ამით კლაუდიო ლოტიტოს (“ლაციოს” პრეზიდენტი) ვუპასუხე.

ცოტა ხსნი წინათ ლოტიტო ჩემზე ბევრს საუბრობდა. იმ დროს “ინტერში” სათადარიგოთა შორის ვიყავი. მაშინ ლოტიტომ თქვა, რომ მომგებიანად მომიშორა. ეს სიტყვები ნამდვილად არ მომეწონა.

გოლის გატანა და შემდეგ მისი რეაქციის ხილვა ძალიან მსურდა. ამ მალაყს ლოტიტოს ვუძღვნი”, – ერნანესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

მანჩინი: “თუ ევროპის ლიგაზე ვერ მოვხვდებით, ამით “ინტერის” სიდიადე არ შეწყდება”

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება, სადაც რომის “ლაციო” ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ მილანის “ინტერს” მიიღებს. “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელიც თავის დროზე “ლაციოს” ღირსებას მოთამაშის და მწვრთნელის ამპლუაშიც იცავდა, დამდეგ შეხვედრაში ღია, სანახაობრივ თამაშს ელის. მისი თქმით, დრო მოვიდა, მილანური გუნდები ძველ დონეს დაუბრუნდნენ და სკუდეტოსთვის იბრძოლონ.

“ორივე გუნდს დიდი მოტივაცია აქვს — “ლაციო” ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, “ინტერი” კი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ჩვენ შორის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო გამოდის ხოლმე. ვფიქრობ, ღია თამაში იქნება, ბევრი სახიფათო მომენტით.

“ინტერი” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის ლიგაზე მოვხვდეთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, ამით “ინტერის” სიდიადე არ შეწყდება, მომდევნო სეზონშიც ვიბრძოლებთ მაღალი პოზიციებისთვის. გუნდმა თამაში გააუმჯობესა, კმაყოფილი ვარ ამ პროგრესით. ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად და იტალიის ჩემპიონობისთვის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. მჯერა, სწორ გზას ვადგავართ”, – მანჩინის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

მატჩი “ლაციოსა” და “ინტერს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სიმეონე: “ერთ დღეს “ლაციოსაც” გავწვრთნი”

“ატლეტიკოს” თავკაცმა განაცხადა, რომ იტალიის დედაქალაქში მუშაობაზე უარს არ იტყვის.

“ლაციოში ჩემი კარიერის ბრწყინვალე წლები მაქვს გატარებული. ეს ის ადგილია, სადაც საუკეთესო ოთხი წელი გავატარე,”-განუცხადა ჩოლო სიმეონემ Lazialità-ს.

“მაქვს რამდენიმე მიზანი, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. რომში ფეხბურთელებთან ახლოს ვარ. სკუდეტოს მოგება მსურს. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს “ლაციოსაც” გავწვრთნი”.

“ლაციომ” მეორე ადგილი დაკარგა

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში რომის “ლაციო” “ატალანტას” ესტუმრა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მასპინძლებმა 49-ე წუთზე, ბიავას გოლით გახსნეს. რომაელებმა გათანაბრება 77-ე წუთზე პაროლოს ძალისხმევით შეძლეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია “რომას” დაუთმეს.

ატალანტა 1-1 რომა 

გოლები: ბიავა 49′ (1:0); პაროლო 77′ 

„ლაციომ“ დე ვრეის „მანჩესტერ იუნატედში“ 25 მილიონ ევროდ გაშვება იუარა

რომის „ლაციოს“ ხელმძღვანელობა მცველ სტეფან დე ვრეის შენარჩუნებას ცდილობს. „მეტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „არწივებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობის წინადადება არ მიიღეს – „წითელი ეშაკები“ ჰოლანდიელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდნენ.

ცნობისთვის, „ლაციოსთან“ მოქმედი კონტრაქტი დე ვრეის 2018 წლამდე აკავშირებს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 23 წლის მოთამაშემ 27 მატჩი ჩაატარა (ყველა მათგანი მან ძირითად შმეადგენლობაში დაიწყო), რომელშიც ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო.

ვიდალი: „ლაციოსთან“ იდეალურად ვითამაშეთ“

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა „ლაციოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, იდეალურად ვითამაშეთ. პირადად მე თავს კომფორტულად ვგრძნობ. ასი პროცენტით მზად ვარ და, იმედია, სეზონის დარჩენილი ნაწილი კარგად ჩაივლის. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალამდე უკვე მივედით და იქ კარგი თამაშისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჩილელმა.

“იუვენტუსმა” “ლაციოს” აჯობა

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ერთ-ერთი ცენრალური შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც “იუვენტუსმა” “ლაციოს” აჯობა.

ტურინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, როდესაც ჯერ ტევესმა დააწინაურა საკუთარი გუნდი, შემდეგ კი ბონუჩიმაც შეძლო გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

იუვენტუსი 2-0 ლაციო

გოლები: ტევესი 17′ ; ბონუჩი 28′ 

ალეგრი: „ლაციოსთან“ მატჩმა, შესაძლოა, სკუდეტოს ბედი გადაწყვიტოს“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაცისოთან“ იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ამ მატჩს სკუდეტოსთვის ბრძოლის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. „ლაციოს“ ჩინებული სეზონი აქვს. სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გუნდი სატურნირო ცხრილში ასეთ პოზიციაზე იქნებოდა. რომაელებს 82 ქულის დაგროვება შეუძლიათ, ასე რომ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. წინ კიდევ დიდი გზაა.

ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, რომელშიც საუკეთესო შემადგენლობას გამოვიყვან. პოგბა მეოდანზე დაბრუნებისგან ჯერ შორსაა. პირლო ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, თუმცა სათამაშო რითმში ჯერ ვერ შევიდა. ანდრეამ საჭირო ფორმა რამდენიმე შეხვედრაში უნდა აღიდგინოს“, – განაცხადა ალეგრიმ.