დე ვრეი ორი კვირა ვერ ითამაშებს

„ემპოლისთან“ მატჩში მიღებული მუხლის ტრავმა „ლაციოს“ მცველ სტეფან დე ვრეისთვის სერიოზული არ ყოფილა.

როგორც გაირკვა, ჰოლანდიელი, დაახლოებით, ორ კვირას გამოტოვებს. ცნობისთვის, პირველადი პროგნოზებით, ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულიც კი იყო.

გარდა ამისა, „ლაციოს“ ლაზარეთს მარკო პაროლოც შეუერთდა, რომელსაც თეძოს ტკივილი აწუხებს. დე ვრეის მსგავსად, ნახევარმცველი ტურინის „იუვენტუსთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს.

მარკეტი: „ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა“

„ლაციოს“ მეკარემ ფედერიკო მარკეტიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა, ოპერაცია გაიკეთა.

„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა! ახლა ვარჯიშის განახლება ჩვეულებრივად შემიძლია. დიდი მადლობა ხმარდაჭერისთვის“, – დაწერა ფეხბურთელმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

“ლაციოს” მეკარემ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა

რომის “ლაციოს” კიპერმა ფედერიკო მარკეტიმ გუშინდელ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა.

გუნდის ძირითად მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა და გადაწყვეტილია, რომ ის იტალიის ჩემპიონატის დამდეგ ტურში “ემპოლის” წინააღმდეგ 12 აპრილს გასამართ მატჩს გამოტოვებს. ეჭვის ქვეშ დგას მარკეტის თამაში ტურინის “იუვენტუსთან” ჩასატარებელ შეხვედრაშიც, რომელიც 18 აპრილს შედგება.

ფედერიკო მარკეტი ვარჯიშს უახლოეს პერიოდში განაახლებს, თუმცა სახეზე სპეციალური დამცავი ნიღაბი ექნება გაკეთებული.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მარკეტიმ 23 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაუშვა.

 

“ჩელსი”: 40 მილიონი “ლაციოს” ლიდერისთვის

“პენსიონერები” დაინტერესებული არიან “ლაციოს” ნახევარმცველის, ფელიპე ანდერსონის მომსახურებით.

ლონდონური გუნდი აპირებს ამ ზაფხულში რომაული გუნდის ბრაზილიელი ლიდერი დაიმატოს.

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თქმით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე ისინი 21 წლის შემტევის გაფორმებაზე სერიოზულად იმუშავებენ.

ცნობილი გახდა, რომ “არისტოკრატები” “ლაციოს” ახალგაზრდა ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს შეთავაზებენ.

სერია ა-ს მიმდინარე სეზოში, ფელიპე ანდერსონმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა.

აგენტი: „ანდერსონი რომში ბედნიერია“

რომის „ლაციოს“ ნახევარმცველის ფელიპე ანდერსონისგენტმა განაცხადა, რომ ევროპის წამყვანი კლუბების მხრიდან ინტერესის მიუხედავად, მისი კლიენტი ამჟამად სამუშაო ადგილის შეცვლას არ გეგმავს.

„ფელიპემ „ლაციოსთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა. რომში ის ძალიან ბედნიერია და ამ ეტაპზე სხვაგან გადასვლაზე არ ფიქრობს“, – განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ლაციოში“ 2013 წლიდან თამაშობს.

კლოზე: „ჩემი მიზანი გერმანული გუნდის გაწვრთნაა“

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ გერმანიის ბუნდესლიგის გუნდის გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

„ჩემი მიზანი ბუნდესლიგაში მუშაობაა, რადგან საკუთარ თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვთა მწვრთნელად ვერ წარმოვიდგენ. როდესაც სამწვრთნელო ლიცენზიის მიღებას გადავწყვეტ, ამ საკითხზე სერიოზულად ვიმუშავებ. დიახ, არსებობს იმის ალბათობაც, რომ გერმანიის ფეხბურთის კავშირში ვიმუშავებ. სპორტულ დირექტორ ჰანსი ფლიკთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და ყველაფერს განვიხილავთ. გერმანიის რამდენიმე ახალგაზრდული გუნდის თამაში ვნახე და მათთან სიამოვნებით ვიმუშავებდი“, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

8 ყველაზე იმედისმომცემი 23-წლამდე ფეხბურთელი ევროპაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა რვა ყველაზე იმედისმომცემი 23-წლამდე ფეხბურთელი.

ხოსე ლუის გაია (ესპანეთი)
კლუბი: “ვალენსია”
ასაკი: 19 წლის

8

ნაბილ ფექირი (საფრანგეთი)
კლუბი: “ლიონი”
ასაკი: 21 წლის

6

პაულო დიბალა (არგენტინა)
კლუბი: “პალერმო”
ასაკი: 21 წლის

7

ფელიპე ანდერსონი (ბრაზილია)
კლუბი: “ლაციო”
ასაკი: 21 წლის

4

პოლ პოგბა (საფრანგეთი)
კლუბი: “იუვენტუსი”
ასაკი: 22 წლის

1337949-28752676-1600-900

ჰარი კეინი (ინგლისი)
კლუბი: “ტოტენჰემი”
ასაკი: 21 წლის

3

ლუსიანო ვიეტო (არგენტინა)
კლუბი: “ვილიარეალი”
ასაკი: 21 წლის

2

ალექსანდრ ლიაკაზეტი (საფრანგეთი)
კლუბი: “ლიონი”
ასაკი: 23 წლის

1

“ლაციოს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა “სასუოლოს” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

1 მარტს, იტალიის სერია A-ში “სასუოლომ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი გოლი 45-ე წუთზე “ლაციოს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ფელიპე ანდერსონმა მეტოქის კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

ანტონიო კანდრევამ გოლის აღნიშვნისას ფეხი იტკინა (ვიდეო)

22 თებერვალს, იტალიის სერია A-ში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “პალერმო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 78-ე წუთზე, ანტონიო კანდრევამ გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა გოლის აღნიშვნისას მან ფეხი იტკინა.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: “ლაციოს” ჰყავს ნახევარმცველი, რომელიც რუნის შეტევაში დააბრუნებს

“მანკუნიანელები” აპირებენ “ლაციოს” არგენტინელი ნახევარმცველის, ლუკას ბილიას შეძენას, რომელიც უეინ რუნის საკუთარ პოზიციაზე საბოლოოდ დააბრუნებს.

ბრიტანული მედიის მიხედვით, ინგლისური გუნდი მზადაა რომაული გუნდის ფეხბურთელი ზაფხულშივე გაიფორმოს, რომელიც ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებს საბოლოოდ მოაგვარებს. ეს ყოველივე კი უეინ რუნის წინ აწევის საშუალებას მისცემს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს გარიგება შედგა, შრეკი საბოლოოდ დაბრუნდება იმ პოზიციაზე, სადაც მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა.

Arsenal v Manchester United - Premier League

შეგახსენებთ, რომ ინგლისის მრავალგზის ჩემპიონებმა ზამთარში უკვე სცადეს ლუკასის შეძენა, მაგრამ “ლაციოსგან” მტკიცე უარი მიიღეს.

დიდი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში 29 წლის ნახევარმცველში 8 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

მიმდინარე სეზონში, ლუკას ბილიამ სერია ა-ში 17 მატჩი ჩაატარა, სადაც მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა.

ფელიპე ანდერსონი „ატლეტიკოში“?

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა მომავალზე ფიქრობს და ზაფხულის შესაძლო ტრანსფერებს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელები რომის „ლაციოს“ ნახევარმცველის ფელიპე ანდერსონის დამატებაზე დაფიქრდნენ. მეტიც, „ატლეტიკოს“ სპორტული დირექტორი ხოსე ლუის კამინერო უკვე 21 წლის აგენტსაც კი ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონი „ლაციოში“ 2013 წლიდან თამაშობს.

კლოზემ იტალიის ჩემპიონატში მე-100 მატჩი ჩაატარა

დღეს რომის “ლაციოს” გერმანელმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ იტალიის სერია А-ში მე-100 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კლოზე რომაულ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს. 36 წლის ფეხბურთელს იტალიის უმაღლეს დივიზიონში 40 გოლი აქვს გატანილი.

აქვე გეტყვით, რომ “ლაციო” შინ “ჯენოასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კლოზე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან მატჩი სრულად ჩაამთავრა.