24 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “ლაციოსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (3:1) მატჩის ბოლო წუთებში ფილიპ მექსესა და სტეფანო მაურის შორის სიტუაცია დაიძაბა და საბოლოოდ, მოედნიდან ფრანგი ფეხბურთელი გააძევეს.
ჭდე: ლაციო
ინძაგის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა
„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი „ლაციოსთან“ იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურის მატჩში თავის გუნდს ვერ უხელმძღვანელებს – სუპერპიპომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
„ატალანტასთან“ ანგარიშთ 0:1 წაგებული მატჩის ბოლოს მთავარმა მსაჯმა ინძაგი კამათის გამო გააძევა.
ცნობისთვის, „ლაციო“ – „მილანის“ მატჩი 24 იანვარს შედგება.
„ლაციო“ 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს
„ლაციოს“ ხელმძღვანელობას, ჯარიმის სახით, 15 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ამის მიზეზი კი „ნაპოლისთან“ იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის მატჩში რომაული კლუბის ფანების ქცევაა.
ხსენებულ მატჩში „ლაციოს“ ფანები ნეაპოლელი სტუმრების მისამართით ტერიტორიული დისკრიმინაციის ხასიათის შეძახილებს იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამის გამო იტალიური კლუბები პირველად არ ჯარიმდებიან. მსგავსი შემთხვევის გამო გასულ სეზონში სერია ა-ს რამდენიმე კლუბი დაჯარიმდა.
გონსალო იგუაინის შესანიშნავი გოლი “ლაციოს” კარში (ვიდეო)
18 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში, “ლაციოსა” და “ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრაში (0:1) გონსალო იგუაინმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
იგუაინი: “ნაპოლიში” დავრჩები, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეთ”
იტალიის სერია A-ს XIX ტურში “ნაპოლიმ” სტუმრად რომის “ლაციო” გონსალო იგუაინის კინკილა გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“საბედნიეროდ, რთულ შეხვედრაში გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. “ლაციო” ძლიერი გუნდია, თუმცა მესამე ადგილზე დაბრუნებისთვის მხოლოდ მოგება გვმართებდა.
“ნაპოლიში” ბედნიერი ვარ. გუნდში დავრჩები იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, თანაც მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს”, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს Football Italia.
ცნობისთვის, 27 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ნეაპოლიტანურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში ეწურება
„ვერდერი“ კლოზეს დაბრუნებაზე ფიქრობს
„ვერდერის“ გენერალური მენეჯერის ტომას აიხინის თქმით, მისი გუნდი „ლაციოს“ თავდამსხმელით მიროსლავ კლოზეთი ინტერესდება.
„თუ კლოზეს „ლაციოდან“ წასვლის ალბათობა არსებობს, ჩვენ მისი დამატების ვარიანტს დაწვრილებით განვიხილავთ. „ვერდერში“ მას ჩინებული წარსული აქვს, აქ მას დიდ პატივს სცემენ“, – განაცხადა ბრემენული კლუბის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ „ვერდერში“ კლოზე 2004 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა და 89 მატჩში 53 გოლი გაიტანა.
ფელიპე ანდერსონის მამა ორმაგი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
„ლაციოს“ ნახევარმცველმა ფელიპე ანდერსონმა ბრაზილიიდან უსიამოვნო სიახლე შეიტყო – მამამისი ავტოავარიის მონაწილე გახდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
51 წლის სებასტიანო ტომე გომესი ბრაზილიის პოლიციამ ორმაგი მკვლელობის ბრალდებით დააკავა. თვითმხილველთა თქმით, ფეხბურთელის მამა 30 წლის მოტოციკლის მძღოლს უთვალთვალებვდა, რომელიც მისი ცოლის საყვარელი აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ყველაფერი მანქანისა და მოტოციკლის შეჯახებით დასრულდა, როდესაც ეს მოხდა, დაზარალებული თავის სახლთან იმყოფებოდა. შედეგად, მოტოციკლი სახლის კედელს დაეჯახა, რასაც მძღოლის ცოლის სიკვდილით მოჰყვა.
გარდა ამისა, თვითმხილველებმა ისიც დაამატეს, რომ ანდერსონის მამა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა
„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.
შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.
საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.
ტოტიმ “ლაციოს” კარში გატანილი გოლი “სელფით” აღნიშნა
იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩში ფრანჩესკო ტოტიმ მეტოქის კარში გატანილი მეორე გოლი “სელფით” აღნიშნა.
კლოზემ იანვარში „ლაციოდან“ წასვლა გამორიცხა
„ლაციოს“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ ბოლო დროს გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვედრის მიუხედავად, ის იანვარში სხვა კლუბში არ გადავა.
„ვერ ვიტყვი, რომ აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. „ლაციოსთან“ კონტრაქტი იმიტომ გავახანგრძლივე, რომ ვითამაშო. თუმცა, ახლა ცოტა სათამაშო დრო მაქვს, ამიტომაც კარგ ფორმაში ვერ ვარ.
შემიძლია თუ არა იანვარში წასვლა? არა, ეს გამორიცხულია. მწვრთნელ პიოლის ვესაუბრე და მან იცის, თუ რა მსურს“, – აღნიშნა კლოზემ გერმანულ პრესასთან ინტერვიუში.
მატეო კოვაჩიჩმა “ლაციოს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)
21 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში “ინტერსა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩში (2:2), მატეო კოვაჩიჩმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.
კლოზე: “ლაციოში” ვრჩები”
რომის “ლაციოს” თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის “ლაციოში” დარჩენას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ლაციოს” მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მას თამაშში ჩართვა სათადარიგოთა სკამიდან უწევდა.
“მე ლაციოში ვრჩები და ამით ძალიან ვამაყობ. მინდა, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო”, – ამბობს კლოზე.