ალან პარდიუ:”ინგლისის ნაკრები ისეთივე ძლიერია, როგორიც საფრანგეთის”

“კრისტალ პალასის” მწვრთნელმა, ალან პარდიუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისის წლევანდელი ეროვნული გუნდი, ფაქტობრივად, არაფრით ჩამოუვარდება საფრანგეთს.

“ევრო 2016”-ის  მასპინძლები, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერები არიან. მათ ეს იმით დაამტკიცეს, რომ ტურნირის ფინალში მოხვდნენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ფრანგებსა და ინგლისელებს შორის განსხვავება, მხოლოდ, ანტუან გრიზმანია, რომელიც უდავოდ გამორჩეული მოთამაშეა. “ლურჯებს” “პრემიერ ლიგისათვის” დამახასიათებელი დინამიკური სტილი აქვთ.”

“საფრანგეთის ნაკრები ერთიანი, ძლიერი და დაბალანსებული გუნდია. მათგან  ინლისელებს ზოგიერთი რამის სწავლა ნამდვილად შეუძლიათ,” – განაცხადა “კრისტალ პალასის” დამრიგებელმა.

ანრი:”მას შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო იყოს”

საფრანგეთის ნაკრებისა და, ზოგადად, ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ მის თანამემამულე პოლ პოგბაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რათაც შეუძლია, ფეხბურთში სხვა დანარჩენზე მაღლა იდგეს.

“პოგბა დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მიმაჩნია, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რომელითაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა შეუძლია. უბრალოდ, მთავარია, რომ პოლმა თავისი შესაძლებლობების ირწმუნოს.”

“ყველაზე მეტად იცით რა მომწონს მასში? ის, რომ გუნდს რაც სჭირდება და მწვრთნელი რასაც სთხოვს, სწორედ იმას აკეთებს. მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება უმაღლეს დონეზე შეუძლია.”

“ზოგჯერ ისე ჩანს, რომ პოგბა ნაკრებში ისეთივე ეფექტური არაა, როგორც “იუვენტუსში.” ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ  “ბებერი ქალბატონისგან” განსხვავებით, ეროვნულ გუნდში პოგბასა და ფორვარდის (ჟირუს) შორის გრიზმანი დგას. შესაბამისად, ხშირად სწორედ ანტუანი უზღუდავს სამოქმედო ასპარეზს პოლს.”

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ  იგი “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს. მას ნამდვილად აქვს ის თვისებები, რაც ამ ჩემპიონატისთვის სჭირდება ფეხბურთელს,” – განაცხადა ტიერი ანრიმ.

სიმეონე: “გრიზმანი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” მაისურით 32 გოლის გატანა მოახერხა.

“გრიზმანი ძალიან ბევრს შრომობს, ამიტომაც ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ვფიქრობ, საუკეთესო გზა პროგრესისაკენ მოსმენის უნარია. ჩემი აზრით, დღესდღეისობით, ანტუანი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა”
, – თქვა გრიზმანმა.

“ატლეტიკომ” დამაჯერებლად მოიგო

პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “ალმერია” მიიღო.

შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ანგარიში მე-13 წუთზე მანჯუკიჩმა გახსნა. 20-ე და 29-ე წუთებზე კი გრიზმანმა დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედიც გადწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ 91-ე წუთზე სიკეირამ წითელი ბარათი მიიღო და მადრიდელებმა შეხვედრა 10 ფეხბურთელით დაასრულეს.

ატლეტიკო 3-0 ალმერია

გოლები: მანჯუკიჩი 13′ ; გრიზმანი 20′ ; 29′

გრიზმანი პარიზში წასვლას არ აპირებს

“რეალ სოსიედადის” ნახევარმცველმა ანტუან გრიზმანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში რამდენიმე დღის წინ გრიზმანისადმი “პსჟ”-ს ინტერესეის შესახებ გავრცელდა ცნობები. სწორედ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა გრიზმანი სოციალურ ქსელში.

“პარიზულ კლუბთან მოლაპარაკებას ადგილი არ ქონიდა და იქ წასვლას არც ვაპირებ” – წერს ფეხბურთელი.

პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში გირზმანმა 26 მატჩი ჩაატარა  და 15 გოლთან ერთად სამი საგოლე პასიც შეასრულა.

გრიზმანი “იუვენტუსსაც” მოუნდა

ტურინის “იუვენტუსი” “სოსიედადის” ნახევარმცველით, ანტუან გრიზმანით დაინტერესდა. ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “იუვეს” კონკრენტები იქნებიან: “რეალი”, “პსჟ” და “არსენალი.

სან-სებასტიანელებთან გრიზმანის კონტრაქტი 2016 წლამდე გათვლილი. მისი სატრანსფერო ფასი კი, 30 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში გრიზმანმა “სოსიედადის” შემადგენლობაში 38 მატჩი იტამაშა და 19 გოლის გატანა მოახერხა. 5 მარტს ფეხბურთელს საფრანგეთიშ ნაკრებში ელის დებიუტი.