ელიტ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა

მორიგი ტური გაიმართა ელიტ ლიგის 1997 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის. საინტერესო გამოდგა “გრანდის” და “საბურთალო-ბენდელას” დაპირისპირება. “გრანდმა” ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდს ნამდვილი წინააღდმეგობა გაუწია და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას 2 ბურთით მარცხდებოდა, შეხვედრის გადარჩენა მაინც მაოხერხა. აღსანიშნავია, რომ ერთი ბურთი გრანდის მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა.

კვლავ მოიგეს გათამაშების ლიდერებმა. “მეტალურგმა” “ავაზას” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ხოლო “ნ.დინამო-2”-მა თბილისის “ლოკომოტივი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

XIX  ტური 07.04 – 09.04

 

1.    მეტალურგი  – ავაზა                                  3-0

2.    ნ.დინამო-97 – ამირანი                              გადაიდო

3.    იბერია – საბურთალო-3                             3-0 ტ.შ.

4.    საქ. უნივერს. –  გურჯაანი                         6-2

5.    თბილისი – 35 სკოლა                                  5-2

6.    ლოკომოტივი – ნ.დინამო-2                        0-1

7.    გრანდი  –  საბ.ბენდელა                             2-2

ელიტ-ლიგაში მორიგი ტური შედგა

1997 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის ელიტ-ლიგაში მორიგი ტურის თამაშები გაიმართა. გათამაშების ლიდერმა რუსთავის “მეტალურგმა” საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და 35-საფეხბურთო სკოლასთან 9-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ აღნიშნული სხვაობა გაზრდილიყო. 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა ბოლო წუთებზე შესძლო “გრანდთან” მატჩის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ გრანდელები დამაჯერებლად იგებნდნენ და კიდევ ერთიგოლიც გაუტანიათ 35-ე სკოლი კარში, თუმცა არბიტრმა კარის აღება არ ჩათვალა. საბოლოო ჯამში 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა 3-2 გაიმარჯვა, თუმცა მათ მიერ გატანილ გოლებს მსაჯებთან დისკუსიები მოყვა.

გაგაცნობთ ტურის სხვა შედეგებს:

1.    იბერია  – ამირანი                                      1-2

2.    საქ.უნივერს. – მეტალურგი                        0-3

3.    თბილისი – ნ.დინამო-2                              2-2

4.    ნ.დინამო-97  –  ავაზა                                 2-1

5.    გრანდი – 35 სკოლა                                    2-3

6.    ლოკომოტივი – გურჯაანი                         04.04 16:30

7.    საბურთალო-3  –  საბ.ბენდელა                  0-3

ელიტ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა

მორიგი ტური გაიმართა ელიტ ლიგის 1997 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის. საინტერესო გამოდგა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების, “ამირანის” და “გრანდის” დაპირისპირება. გრანდელები 3-0 აგებდნენ, თუმცა მატჩის მიმდინარეობის შეცვლა და შეხვედრის გადარჩენა მოახერხეს. სატურნირო ცხრილს კვალვ რუსთავის “მეტალურგი” ლიდერობს, რომელის შეხვედრა ამ ტურში გადაიდო.

 

 

1.    საბურთალო-3  – საქ. უნივერს.                          0-3

2.    35 სკოლა – საბ. ბენდელა                                    1-2

3.    ავაზა  –  თბილისი                                              0-1

4.    ნ.დინამო-2  –  იბერია                                        3-2

5.    ამირანი  –  გრანდი                                             3-3

6.    მეტალურგი  –  ლოკომოტივი                             გადაიდო     

7.    გურჯაანი  –  ნ.დინამო-97                                  28.03 17:00

 

 

ელიტ ლიგაში მორიგი ტური შედგა

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ელიტ-ლიგის გათამაშებაში (1997 წ. დაბადებულები) მორიგი ტური გაიმართა. გთავაზობთ მატჩების შედეგებს:

 

 

 

 

XV  ტური 11.03 – 15.03

1.    მეტალურგი  –  თბილისი                          4-1

2.    35 სკოლა  –  საქ. უნივერსიტეტი              1-3

3.    ამირანი  –  საბურთალო-3                         3-0

4.    ავაზა  –  გრანდი                                       10-3

5.    ნ.დინამო-2  –  საბ.ბენდელა                      0-2

6.    ლოკომოტივი  –  ნ.დინამო-97                  2-0

7.    გურჯაანი  –  იბერია                                1-1

გათამაშებას 43 ქულით რუსთავის “მეტალურგი” დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ, 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდს 9 ქულით უსწრებს.

საინტერესო შეხვედრა შედგა ასევე 1998-99 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის. ისანი-სამგორის რაიონის წამყვანი საფეხბურთო სკოლების “გრანდის” და “ფორვარდის” გუნდების დაპირისპირება “გრანდელების” გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ელიტ ლიგას “მეტალურგი” ლიდერობს

სტარტი აიღო 1997 წელს დაბადებული ნორჩი ფეხბურთელების, ელიტ ლიგის მე-14 ტურის მატჩებმა. შეხვედრები საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი იყო. გათამაშები ლიდერმა, რუსთავი “მეტალურგმა” თბილისის “იბერიას” 4-0 მოუგო. ბოლო საფეხურზე მყოფმა “გრანდმა” კი ქულები ცხრილსი ზედა ნაწილში მყოფ “ალაზანს” წაართვა. აღსანიშნავია, რომ გრანდელები თამაშის მსვლელობისას 2:0-ს იგებდნენ. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა

 

 

 

1.    თბილისი  –  ლოკომოტივი                        2-1

2.    იბერია  –  მეტალურგი                              0-4    

3.    საქ.უნივერს.  –  ნ.დინამო-97                    3-1

4.    გრანდი  –  ალაზანი                                   2-2

5.    35 სკოლა  –  ამირანი                                 07.03 13:30

6.    საბ.ბენდელა  –  ავაზა                                09.03 12:00  

7.    საბურთალო-3  –  ნ.დინამო-2                    0-3

 

დრამატული მატჩი ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის გათამაშების გადადებულ მატჩში ერთმანეთს ორი აუტსაიდერი “გრანდი” და “ნორჩი დინამოელი” დაუპირისპირდნენ.
პირველ ტაიმში “გრანდელები” დომინირებდნე, რაც შედეგზეც აისახა და დავით ლომაშვილის გოლით “გრანდმა” პირველი ნახევარის მოგება მოახერხა.

თუმცა, მეორე ტაიმში მატჩის სცენარი შეიცვალა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “ნორჩი დინამოელის” ფეხბურთელებმა მცირე ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. “გრანდი” არ დანებდა და თამაზ მუჩაიშვილის გოლით ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. მაგრამ, სტუმრებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და შეხვედრის ბოლო წამზე გამარჯვების გოლი გაიტანეს – 2:3.