“მილანს” “ლესტერის” შემტევი სურს

Premium Sport-ი იტყობინება, რომ “მილანი” სერიოზულად არის დაინტერესებული “ლესტერ სიტის” ფეხბურთელის, შინჯი ოკაზაკის შეძენით. “როსონერი” იაპონელის ყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანკარაზე შეეცდება.

მომავალ ზაფხულზე “მილანთან” კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა უმთავრდება კეისუკე ჰონდას, რომელიც, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს. იტალიელებს ოკაზაკი სწორედ ჰონდას შემცვლელად მიაჩნიათ.

თავის მხრივ, “ლესტერ სიტის” მოთამაშეს “მელიებთან” ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს. ოკაზაკიმ მის შემადგენლობაში უკვე მოიგო პრემიერ ლიგა; წელს ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშანვად გამოდის.

“მილანის” პრობლემების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა, გუნდი ახალი მფლობელების ხელშია, რომლებიც ძლიერი კოქლექტივის შეკრებას იწყებენ. ამიტომ, შესაძლოა, ოკაზაკი იტალიურ გრანდში გადასვლას დათანხმდეს.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები იანვარში.

 

კეისუკე ჰონდას შესანიშნავი საგოლე პასი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

5 მარტს, იაპონიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (4:2), “მილანის” ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ თანაგუნდელ ოკაზაკის მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.