როგორც იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით Football-Italia.Net-ი წერს, „რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ფორვარდმა სექტემბრის ბოლოს მუხლი დაიზიანა.
სავარაუდოდ, „მგლების“ მოთამაშე ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ნაკრებს უელსთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დაეხმარება, რომელიც დღეს გაიმართება.