“ვალენსიამ” რიკარდუ კოშტა დაკარგა

“ვალენსიას” მცველი რიკარდუ კოშტა ტრავმირებულია. ტრავმის გამო ფეხბურთელი “ღამურებს” ევროპის ლიგის 1/8 ფინალურ მატჩი ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ “ვალენსია” ბულგარულ “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში მცველმა პრიმერაში 27 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. სავარაუდოდ კოშტას ხუთი კვირა გაუცდება.