დ’ანტონის „ლეიკერსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ კლუბის ხელმძღვანელობასთან ბოლო შეხვედრისას კონტრაქტის 2015/16 წლების სეზონამდე გახანგრძლივება ითხოვა, რის შესახებაც „ESPN Los Angeles“-ი წერს.

დ’ანტონის აზრით, კლუბში გარანტირებული დარჩენა მას თავისი სამუშაოს შესრულებაში ხელს შეუწყობს.

„The Orange County Register“-ის ინფორმაციით, „ლეიკერსმა“ დ’ანტონის დატოვება უკვე გადაწყვიტა, თუმცა ამის შესახებ სპეციალისტისთვის ჯერ არ უთქვამს.

კონტრაქტის მიხედვით, შემდეგ სეზონში დ’ანტონიმ ხელფასის სახით 4 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

დ’ანტონი: „კლიპერსმა“ წყალში სისხლის სუნი იგრძნო და გაგვანადგურა“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ „კლიპერსთან“ 48-ქულიანი განადგურები შემდეგ სათანადო სიტყვების არჩევა ვერ შეძლო.

„ჩვენ, უბრალოდ, გაგვანადგურეს. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს, მუხლებზე დაგვაჩოქეს. გარკვეული მიზეზების გამო ვერც თავის დაცვაში ვთამაშობდით და ვერც კომბინაციის აწყობას ვახერხებდით. მათ წყალში სისხლის სუნი იგრძნეს და გაგვანადგურეს“, – განუცხადა „ლეიკერსის“ თავკაცმა „ლოს-ანჯელეს დეილი ნიუსს“.

ალექსანდრე მატევოსოვი