იტალიური პრესის ცნობით მასიმილიანო ალეგრიმ “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას “მილანიდან” კრისტიან საპატას გადაბირება სთხოვა.
მილანურ კლუბში მუშაობის პერიოდში ალეგრის საპატაზე კარგი შთაბეჭდილება შეექმნა და კოლუმბიელი მცველის ხილვა მას ახლა ტურინშიც სურს.
გასულ სეზონში 27 წლის საპატამ სერიაში 20 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.