იაპონური “სერეს ოსაკას” ურუგვაელი ფორვარდი, დიეგო ფორლანი თავისუფალი აგენტი გახდა. კლუბმა გამოცდილ შემტევს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა.
36 წლის ფორლანი “სერესოს” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში გამოცდილმა ურუგვაელმა 16 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, თუმცა ასეთმა შედეგიანობამ გუნდს მაინც ვერ უშველა და “სერესო” იაპონიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გავარდა.
ფორლანმა, რომელიც 2010 წლის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე გახდა, საერთაშორისო კარიერა მარტში დაასრულა.