“მანჩესტერ იუნაიტედის” კენიელმა გულშემატკივარმა “ნიუკასლთან” მარცხის შემდეგ თავი მოიკლა

კენიაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარმა “ნიუკასლთან” გამართული შეხვედრის შემდეგ თავი მოიკლა.

მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნიუკასლი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

როგორც კენიელი პოლიციელი ჯონ ჯიმი მაჩარია იტყობინება, 23 წლის ახალგაზრდა მეშვიდე სართულიდან გადახტა.

პოლიციის ხელმძღვანელი ბენსონ კიბუე კი აცხადებს: “თვითმკვლელობის მიზეზი ისაა, რომ მან საკუთარი გუნდის მარცხი ძალიან განიცადა. ჩვენს ქვეყანაში პირველად არ ხდება, როდესაც ფეხბურთის გამო ადამიანი თავს იკლავს. მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია.”