ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნბა-ში გამარჯვება იზეიმა. “მილუოკი ბასქმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მილუოკელები ბოლო პერიოდის წინ 3 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს,რაც დაუფასდათ – 105:98.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე ხანგრძლივად არ დარჩენილა. ზაზამ 17 :11 წუთი ითამაშა და თამაში 4 ქულით, 6 მოხსნით და თითო ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა. ფაჩულიამ ორლანდოელთა ფარს თამაშიდან 5-ჯერ შეუტია, საიდანაც 2 სროლა ჩააგდო.
მილუოკელებს 21 ქულით ბრენდონ ნაითმა ულიდერა, რამონ სეშენსმა და ერსან ილიასოვამ კი 16-16 ქულა მოინაგრეს. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა და 16 ქულას 11 მოხსნა მოაყოლა. ორლანდოელებში 14 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია, არადა, 10-ქულიანი ბარიერი ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა დაძლია და მათ შორის საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო 12 ქულა-12 მოხსნით.
მილუოკელებისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-13 გამარჯვება გახლდათ 63-ე მატჩში. ახლა ფაჩულიას გუნდს 3 გასვლითი მატჩი ელის, რომელთაგან უახლოესი ხვალ, მინესოტაში გაიმართება.
gbf.ge