„რეინჯერსმა“ შოტლანდიის მესამე დივიზიონი მოიგო

შოტლანდიის 54-გზის ჩემპიონმა გლაზგოს „რეინჯერსმა“ ნაადრევად გაიფორმა ქვეყნის მესამე დივიზიონის ჩემპიონობა. გუნდმა 28-ე ტურის შემდეგ აქტივში 80 ქულას მოუყარა თავი და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე უახლოესი მდევარი მთელი 26 ქულით ჩამოიტოვა. 

აღსანიშნავია, რომ „რეინჯერსს“ მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვს, გუნდმა მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფრედ, დანარჩენი შეხვედრები მოგებით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს კლუბმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და შოტლანდიის პრემიერლიგიდან ქვეყნის მეოთხე დივიზიონში გადაინაცვლა.

ბექა დოგრაშვილი