“ბაიერნის” პრეზიდენტი: “ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ არა კლუბების, არამედ სახელმწიფოების წინააღმდეგ ვთამაშობთ”

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბოლოდროინდელ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. საუბრისას ჰიონესი “ბაიერნის” სატრანსფერო პოლიტიკასაც შეეხო.

“ბოლო ათი წლის მანძილზე საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა, თუ ჩვენ გერმანიის ჩემპიონატს ოცი ქულის სხვაობით მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავვარდებით, ვამბობთ, რომ ცუდი სეზონი გვქონდა.

ჩვენ ამ ტურნირზე არა სხვა კლუბების, არამედ სახელმწიფოების წინააღმდეგ ვთამაშობთ.თუ რომელიმე კლუბი იმის გამო გაქრება, რომ სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვიტავს, ეს ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით. “ბაიერნი” მუდამ იარსებებს.

ტრანსფერები? თუ კონკრეტულ პოზიციაზე სათანადო დონის მოთამაშე არ გვყავს, მზად ვართ ფეხბურთელი 50, 60 ან თუნდაც 80 მილიონი გადავიხადოთ, მაგრამ არა ისეთი გიჟური თანხა, როგორიც 200 მილიონია,” – ციტირებს ჰიონესის სიტყვებს ESPN.

ჰიონესი: “ბაიერნის” ლეგიონერები გერმანულის არცოდნის გამო დაჯარიმდებიან”

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა პრესასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თანახმადაც, ის გუნდის გასახდელში გერმანულად საუბრის ტრადიციის დაბრუნებას ცდილობს.

“ბაიერნის” გასახდელში კვლავ გერმანულ ენაზე უნდა საუბრობდნენ, ეს სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ჯგუფები ჩამოყალიბდებიან, რაც გუნდს ნამდვილად არ აწყობს.

ფრანგულ და პორტუგალიურ ენაზე საუბარი საკმარისი არაა – ეს ცუდის ნიშანია. ფეხბურთელებმა გერმანული უნდა ისწავლონ, ეს წესად უნდა დამტკიცდეს. თუ გერმანული არ იცის, უნდა გადაიხადოს.

თუ სურვილი იქნება, გამოსავალს აუცილებლად იპოვიან.” – განაცხადა მან.

Bild-ის ცნობით, “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელთაგან გერმანული ყველაზე კარგად არიენ რობენმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და კარლო ანჩელოტის ვაჟმა, დევიდმა იცის. ყველაზე ცუდად – კინგსლი კომანმა და რენატუ სანჩესმა.

ული ჰიონესმა ანჩელოტის პოტენციური ჩამნაცვლებელი დაასახელა

ული ჰიონესს სჯერა, “ბაიერნის” მეორე გუნდის ექს-ფეხბურთელი, რალფ ჰაზენჰიუტლი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ რალფი ამჟამად “ლაიფციგის” მთავარი მწვრთნელია, რომელიც თავისი ბრწყინვალე ასპარეზობით მთელ მსოფლიოს აკვირვებს.

“რალფ ჰაზენჰიუტლი “ლაიფციგში” საკმაოდ კარგად მუშაობს. თუ გერმანულად მოსაუბრე მწვრთნელის მოყვანაზე ვფიქრობთ, ის ერთ-ერთია სამ კანდიდატთაგან.

მართალია, “ბაიერნის” ახალი მწვრთნელის თემა დღის წესრიგში არ დგას, თანაც მას ცოტა მეტი გამოცდილებაც ესაჭიროება, რათა ახალგაზრდებთან მუშაობის კუთხით გაუმჯობესდეს.” – განაცხადა ულიმ.

გვარდიოლა: „ვიმედოვნებ, ჰიონესის დაბრუნებისას მე ისევ აქ ვიქნები“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იმედს გამოთქვამს, რომ კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან ული ჰიონესის გადადგომა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გავლენას არ იქონიებს.

„კლუბში მხოლოდ ცხრა თვის წინათ მოვედი, თუმცა ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამეგო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა ული ჰიონესი „ბაიერნისთვის“. მან შეცდომა დაუშვა და აღიარა კიდეც. იმედი მაქვს, როცა კლუბში დაბრუნდება, მე ისევ აქ ვიქნები“, – გვარდიოლას სიტყვებს „სქაი სპორტსი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰიონესი ფინანსური მაქინაციების გამო დააპატიმრეს და სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა.

ბექა დოგრაშვილი

ული ჰიონესი დაპატიმრებულია

13 მარტს მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტს ული ჰიონესს სამარათლომ 3 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჰიონესს ბრალად ფინანსური მაქინაციები 27 მილიონი ევროს დამალვა ედება. აღსანიშნავია, სასჯელი შეიძლებოდა უფრო მკაცრიც ყოფილყო. “ბაიერნის” ბოსს პატიმრობა 5 წლის ვადით ემუქრებოდა.