სოხუმმა და ოლიმპმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

მეტად დაძაბული გამოდგა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი „მაქაბსა“ და „სოხუმს“ შორის. მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა მცირედით, ხან მეორე და როგორც ასეთ ვითარებაში ხდება ხოლმე, შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

პირველი მეოთხედი სოხუმელთა მცირე უპირატესობით – 20:18 დასრულდა. ვითარება არც მეორე მეოთხედში შეცვლილა, გუნდური თამაშისა და აქტიური პრესინგის ხარჯზე სოხუმელებმა 5 ქულამდე  გაზარდეს ლიდერობა, მაგრამ „მაკაბი“ არ ტყდებოდა და ჩამორჩენასაც პერიოდულად აბათილებდა.

ბოლო მეოთხედს სოხუმელები 4-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ და საინტერესო, თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ბოლოსწინა წუთზე რევაზ მაღლაფერიძისა და მაიზერ რევაზაშვილის შედეგიანი თამაშით მაკაბელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 65:65. დარჩენილ 80 წამში სოხუმელებმა მეტი მობილიზებით ითამაშეს, რაც გამარჯვებით დაუფასდათ – 69:65.

გადამწყვეტი ქულები საჯარიმოებით სოხუმელთა ლიდერმა კოტე ბიწაძემ და თეგა გეთიამ ჩააგდეს. ბიწაძემ შეხვედრა ორმაგი დუბლით – 16 ქულა-14 მოხსნით დაასრულა.ვიტალი ცქიფურიშვილმა გამარჯვებულებს 14 ქულა და 7 მოხსნა შეაშველა, ხოლო დიმა ბობილევის ანგარიშზე 9 ქულა, 16 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩაჭრა დაგროვდა. მაკაბელთაგან ტრადიციულად საუკეთესო შედეგი მაიზერ რევაზაშვილმა დააფიქსირა – 31 ქულა, 16 მოხსნა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მაქაბი – სოხუმი  65:69

მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მთავარი მწვრთნელი): გვქონდა შანსი ამ თამაშის მოგების, თუმცა ,,სოხუმი’’ ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია და ვერ მოვახერხეთ. არადა, არაფერში დავუთმეთ, არც პასებში, არც სროლებში… რაღაც გვაკლდება, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ვფქირობ, თანდათან ამას გამოვასწორებთ და სერიოზული მეტოქე ვიქნებით ნებისმიერი გუნდისთვის.

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს მითითებები, თუმცა გუშინდელი თამაშის შემდეგ დაღლილობამ იჩინა თავი. ამიტომ გვქონდა შეცდომები და დაკარგვები და გამარჯვებულის გამოვლენა ბოლო წუთამდე შეუძლებელი იყო. მეტოქეს მთლიანობაში ვაჯობეთ, ფარი მოვიგეთ და დაცვაშიც უკეთ ვიასპარეზეთ. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ.

დღის მეორე შეხვედრა ,,ოლიმპსა’’ და ,,რუსთავს’’ შორის ასევე საინტერესო და დაძაბული გამოდგა, თუმცა ეს, ძირითადად, მატჩის მეორე ნახევარზე ითქმის.

პირველი ტაიმი კი ,,ოლიმპის’’ სრული უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 22:10 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და მეორე ნახევარს 28 ქულიანი უპირატესობით (56:28) შეხვდნენ. ფარქვეშ უჩა გამრეკლიძე და არჩილ პულუზაშვილი გამოირჩეოდნენ, რომელთაც პასებით ამარაგებდა ნუგო აბულაძე. ,,ოლიმპის’’ დაწინაურებაში დიდი როლი კახა ტომარაძემ შეასრულა, რომელსაც უკვე პირველ ტაიმში 17 ქულა ჰქონდა.

,,რუსთავი’’ თითქმის უშანსოდ იყო, თუმცა სტუმრებმა მესამე მეოთხედი ძალიან კარგად ჩაატარეს. გიგი გოგობერიშვილის, გიორგი დვალის და თორნიკე ქიტოშვილის ეფექტური თამაშის წყალობით რუსთაველებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს და სხვაობა ბოლო პერიოდის წინ 11 ქულამდე შეამცირეს – 66:55.  მეოთხე პერიოდში ,,ოლიმპმა’’ თამაში გამოასწორა და ბოლო ათწუთეულში თანაბარი ბრძოლა წარიმართა. რუსთაველების მაქსიმუმი სხვაობის 8 ქულამდე შემცირება იყო.

საბოლოოდ, ,,ოლიმპმა’’ 80:71 იმარჯვა და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. 24 ქულით ,,ოლიმპს’’ კახა ტომარაძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი შეასრულა არჩილ პულუზაშვილმა – 17ქულა, 19 მოხსნა; 14 ქულა-9 მოხსნა მიითვალა უჩა გამრეკლიძემ, 10 ქულა ჰქონდა სოსო გოგნაძეს, ნუგზარ აბულაძე კი 14 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

რუსთაველთა რიგებში საუკეთესო გიორგი დვალი იყო 18 ქულით, 17 ქულა დაგროვდა გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე, თორნიკე ქიტოშვილს კი ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა – 17 ქულა, 9 პასი.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ოლიმპი – რუსთავი 80:71

ლევან ქარაბაკი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): თავიდან ძალიან დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, ბიჭებს თამაში უკვე მოგებული ეგონათ, მოეშვნენ და ბოლო კინაღამ წავაგეთ.  ჩვენ თვითონ გავირთულეთ თამაში, ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაცვაში და შეტევაში, რასაც უფრო ძლიერი, გამოცდილი და შეთამაშებული გუნდი არ გვაპატიებს.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში, გარედან ბურთი ვერ ჩავაგდეთ და 56 ქულა მივიღეთ. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ, 20 ქულით მოვიგეთ ეს ნახევარი, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. მაღლებში ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნარჩომაშვილი და ტურძელაძეც გამოგკვაკლდნენ. ასევე, სათამაშო პრაქტიკა გვაკლია. თან, ,,ოლიმპი’’ ერთ-ერთი ფავორიტი და ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ მათ წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდა.

http://u-20.ge/

აკადემიამ რუსთავი ბოლო მეოთხედში გატეხა

დღეს, საკალათბურთო აკადემიამ 1 მატჩს უმასპინძლა, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ „რუსთავის“ საბერძნეთში გამგზავრების გამო გადაიდო. ქვემოქართლელებს „აკადემიამ“ უმასპინძლა და მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იხილა.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. აკადემიელებმა პირველი მეოთხედი 17:13 მოიგეს, თუმცა რუსთაველებმა მეორე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს და  ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა მიმდონარეობდა.

მეოთხე პერიოდი აკადემიელთა 1-ქულიანი ლიდერობით განახლდა, თუმცა რუსთაველებმა გიორგი დვალის სამქულიანით დაწინაურება მოახერხეს – 56:54. ამის შემდეგ უკვე აკადემიელების ჯერი დადგა, რომლებმაც ბექა დარახველიძისა და ნიკა ამირხანაშვილის ქულებით 16:0 გაქცევა მოაწყვეს, 70:56 დაწინაურდნენ და თამაშის ბედიც გადაწყვიტეს.

გამარჯვებულებს 25 ქულით დარახველიძემ ულიდერა, ამირხანაშვილის ანგარიშზე კი 24 დაგროვდა. სტუმართაგან 15 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა, ირაკლი წიქარიშვილმა კი რუსთაველებს 12 ქულა შეაშველა.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

გელა წულაძე (აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ „ფარზე“, მოხსნებში  მთელი თამაში ვაგებდით, თუმცა ბოლო მეოთხედში დაცვაში კარგად  ვიასპარეზეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ.

ირაკლი ჯაფარიძე (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): მოგების კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ, „აკადემია“ ჩვენზე მოტივირებული და მონდომებული აღმოჩნდა და მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას.

superleague.ge