ჰოლანდიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები სელფის დაუსჯელად ვეღარ გადაიღებენ. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ასეთ დროს მსაჯმა მოთამაშეები ყვითელი ბარათით უნდა დასაჯონ.
ჰოლანდიური ფეხბურთის მმართველები აღნიშნულ გადაწყვეტილებას დროის გაწელვასთან ბრძოლით ხსნიან.