კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, კარლოს ვალდერამა თვლის, რომ მადრიდის “რეალის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს ხამეს როდრიგესი ათვალწუნებული ჰყავს.
“თუნდაც სამი, ოთხი ან ხუთი გოლი გაიტანოს, ზიდანი მას სათამაშო დროს მაინც არ მისცემს.” – განუცხადა 54 წლის კოლუმბიელმა Periscope-ს.
“ხამესი არის ფეხბურთელი, რომელიც ზიდანს არ მოსწონს. კარლო ანჩელოტიც და რაფაელ ბენიტესიც, მას ეხმარებოდნენ და ათამაშებდნენ, თუმცა ზიდანი – არა. არ გვესმის, თუ რატომ არის ეს ასე.”
შეგახსენებთ, რომ ხამესი მადრიდში 2014 წელს გამოჩნდა. “მონაკომ” ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიიღო.