კომპანის მამა ბელგიის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი მერი გახდა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტის” მცველის, ვენსან კომპანის მამა ბელგიის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი მერი გახდა. 71 წლის პიერ კომპანი ქალაქ განსჰორენის მერად აირჩიეს.

მამას ეს მოვლენა ვენსან კომპანიმ ძმასთან ერთად ვიდეოჩანაწერის მეშვეობით მიულოცა:

“ისტორიული მოვლენაა! ჩვენ შენით ვამაყობთ, მამა. 1975 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ბელგიაში ლტოლვილის სტატუსით გადმოსახლდი, დღეს კი ადგილობრივების ნდობა მოიპოვეს და ბელგიის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი მერი გახდი”.

იტალიაში ვენსან კომპანით დაინტერესდნენ

იტალიური “ნაპოლი” “მანჩესტერ სიტის” მცველ ვენსან კომპანით დაინტერესდა.

ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელობა 30 წლის ბელგიელ ფეხბურთელს რაულ ალბიოლის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს. ესპანელო მცველი “ნაპოლის”, სავარაუდოდ, უახლოს პერიოდში დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელებმა კი მის შესაძლო შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ვენსან კომპანი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს. მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის 30 ივნისს გაუვა. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ბელგიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 25 მილიონ ევროდ აფასებს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვენსან კომპანიმ სამი მატჩი ჩაატარა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.

კომპანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

ბელგიის ნაკრების ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია თავად ბელგიელმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.

“ევროპის ჩემპიონატს გამოვტოვებ. ჩემთვის ძალზედ სამწუხარო ამბავია. ახლა შესაძლოა, წუწუნი დამეწყო და მოვშვებულიყავი, თუმცა მე არ ვარ ასეთი. მე შრომისმოყვარე და მებრძოლი ვარ და თუ თქვენც ასეთი ხართ, იცოდეთ, რომ წარმატებას შესაძლოა, განსხვავებული ფორმებით მიაღწიოთ. ჩვენ გაჭირვების ჟამს ჩვენი თავის იმედს არ ვკარგავთ. ჩემს გზას გავაგრძელებ და საქმეს ისეთი დამაჯერებლობით გავაკეთებ, როგორც აქამდე არასდროს. მჯერა ჩემი მეგობრებისა და თანაგუნდელების: ევროპის ჩემპიონატზე მათი გამოსვლით ვიამაყებთ. ახლა უკვე ოფიციალურად, მე მათი ყველაზე დიდი ქომაგი ვარ და მათ ადგილზევე ვუგულშემატკივრებ. საავადმყოფოს საწოლიდან ვწერ. არასდროს დანებდეთ”, – ეს განცხადება კომპანიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

კომპანი ისევ დაშავდა

“მანჩესტერ სიტის” მცველმა ვენსან კომპანიმ ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში “სანდერლენდის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (4:1) ტრავმა მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, ბელგიელი ფეხბურთელი სულ ახლახან გამოჯანმრთელდა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ისევ დაშავდა.

ვენსან კომპანი მოედანზე მატჩის 62-ე წუთზე შევიდა, თუმცა 10 წუთის შემდეგ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

 

ტიმ ჰოვარდი — აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

დღეს გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში საინტერესო რამ დაფიქსირდა.

„ვიკიპედიას“ ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მეკარე ტიმ ჰოვარდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად იყო წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობმა პირმა განათავსა, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოვარდის საიმედო თამაშის გამო.

 

აღნიშნული ინფორმაცია უკვე წაშლილია.

ამერიკელმა კიპერმა წუხელ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მართლაც საუცხოოდ ითამაშა და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნაკრებმა მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა, ტიმ ჰოვარდი წუხანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მეკარის კარგ თამაშს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ტელეკომპანია abc-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა, ამერიკა“-ს ოფიციალური გვერდი და ამერიკელებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ჰოვარდის არჩევა შესთავაზა, თანაც ხუთივე ვადით.

 

ამერიკელი მეკარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა არც ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ვენსან კომპანიმ. ბელგიელმა მცველმა წუხანდელი მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ეს კომენტარი გამოაქვეყნა.

 

კომპანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„მანჩესტერ სიტის“ მცველ ვენსან კომპანის, რომელიც „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ დღეს გამართული მატჩის მე-10 წუთზე მოედნიდან გააძევეს, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

თუ ბელგიელი ფეხბურთელი სამი მატჩის გამოტოვებით დაისჯება, მაშინ ის „ქალაქელებს“ „ფულემის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

„ჰალთან“ გამართულ მატჩში კომპანი მოედნიდან უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. სანამ მინდორს დატოვებდა, ბელგიელმა მცველმა მთავარი არბიტრის გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილება აქტიურად გამოხატა, გვირაბის კედელს გამწარებით ფეხიც დაარტყა, რაც შესაძლოა, მისი დისკვალიფიცირების მოტივი გახდეს.

ბექა დოგრაშვილი