კომპანი, შესაძლოა, პსჟ-სთან დაბრუნდეს

„მანჩესტერ სიტის“ მცველი ვენსან კომპანი კუნთის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და დღეს საერთო ჯგუფში ივარჯიშებს, წერს Goal.com-ი.
კომპანიმ ტრავმის გამო ერთი თვე გამოტოვა.

„ქალაქელთა“ მთავარი მწვრთვნელი მანუელ პელეგრინი კვლავ იმედოვნებს, რომ გუნდის წამყვანი მოთამაშე პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში მოედანზე გამოსვლას შეძლებს. ცნობისთვის, ეს შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება. პარიზში პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

რაც შეეხება აქამდე კიდევ ერთ დაშავებულ ფეხბურთელ დავიდ სილვას, ის, პსჟ-სთან, სავარაუდოდ, ითამაშებს.

როდის დაბრუნდება ვენსან კომპანი?

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ გუნდის კაპიტნის ვენსან კომპანის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

„კომპანი შექმნილი სიტუაციით ძალიან შეწუხებულია, რადგან ის რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელბას ცდილობს. ვენსანი ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებას გადის, რათა თავისი ხშირი ტრავმიანობის მიზეზი გაარკვიოს.

კომპანი მოედანზე დაბრუნებას თებერვლისთვის გეგმავს. ასე რომ, მის გარეშე თამაში კიდევ ერთი თვე მოგვიწევს“, – ციტირებს ჩილელს „გარდიანი“.

პელეგრინი კომპანის ტრავმამ გააკვირვა

„მანბჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გუნდის კაპიტნის ვენსან კომპანის ტრავმით, რომელიც მან „სანდერლენდთან“ გუშინდელ მატჩში მიიღო, გაკვირვებულია. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი სხვა ტრავმის შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა. აქამდე მას რამდენიმე კვირა არ უთამაშია.

„არავის ესმის, ეს რატომ მოხდა. კომპანი მთელი კვირის განმავლობაში კარგად ვარჯიშობდა. ამის გაგება რთულია.

დეკემებრში ტიტულს არავინ იგებს, ასე რომ, „ლესტერთან“ უახლოეს მატჩში გაგვიჭირდება. სეზონის მეორე ნახევარში კონკურენტებთან ვითამაშებთ. ასეთ მატჩებში შედეგის მიღწევა მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ფეხბურთს ჩილელი სპეციალისტი.

კომპანი: „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა შემეძლო“

„მანჩესტერ სიტის“ მცველის ვენსან კომპანის თქმით, 17 წლის ასაკში მას „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში გადასვლის შანსი ჰქონდა.

„ანდერლეხტში“ თამაშის პერიოდში ჩემით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებოდა. მაშინ სხვა პრიორიტეტები მქონდა. მე ვსწავლობდი და დედაჩემს სურდა, რომ დიდ ფეხბურთამდე სკოლა დამემთავრებინა“, – განაცხადა ბელგიელმა.

კომპანი: “სიტის ამბიცია – მიაღწიოს ბარსელონას და ბაიერნის დონეს”

“მანჩესტერ სიტის” მცველი, ვენსან კომპანი მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ “ბარსელონასთან” და “ბაიერნთან” გუნდის დონე დაბალია. ამ ეტაპზე ჩვენი ამბიცია მათი სიძლიერის დონეზე მიღწევაა”.

“ეს მოითხოვს ბევრ სამუშაოს და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. რა თქმა უნდა, ერთ კონკრეტულ თამაშში მათი დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ ეს მომავალში რეგულარულად უნდა ხდებოდეს,”-განაცხადა მოქალაქეთა უკანახაზელმა.

“ყველა ინგლისური გუნდი გავარდა? ასეც ხდება ხოლმე. იქნებ, მომავალ წელს ოთხივე ნახევარფინალში ვიხილოთ. პრემიერ ლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია. მოდით, ეს ჩავარდნილი წელი უიღბლობას მივაწეროთ”.

ტიმ ჰოვარდი — აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

დღეს გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში საინტერესო რამ დაფიქსირდა.

„ვიკიპედიას“ ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მეკარე ტიმ ჰოვარდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად იყო წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობმა პირმა განათავსა, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოვარდის საიმედო თამაშის გამო.

 

აღნიშნული ინფორმაცია უკვე წაშლილია.

ამერიკელმა კიპერმა წუხელ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მართლაც საუცხოოდ ითამაშა და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნაკრებმა მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა, ტიმ ჰოვარდი წუხანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მეკარის კარგ თამაშს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ტელეკომპანია abc-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა, ამერიკა“-ს ოფიციალური გვერდი და ამერიკელებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ჰოვარდის არჩევა შესთავაზა, თანაც ხუთივე ვადით.

 

ამერიკელი მეკარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა არც ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ვენსან კომპანიმ. ბელგიელმა მცველმა წუხანდელი მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ეს კომენტარი გამოაქვეყნა.

 

კომპანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„მანჩესტერ სიტის“ მცველ ვენსან კომპანის, რომელიც „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ დღეს გამართული მატჩის მე-10 წუთზე მოედნიდან გააძევეს, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

თუ ბელგიელი ფეხბურთელი სამი მატჩის გამოტოვებით დაისჯება, მაშინ ის „ქალაქელებს“ „ფულემის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

„ჰალთან“ გამართულ მატჩში კომპანი მოედნიდან უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. სანამ მინდორს დატოვებდა, ბელგიელმა მცველმა მთავარი არბიტრის გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილება აქტიურად გამოხატა, გვირაბის კედელს გამწარებით ფეხიც დაარტყა, რაც შესაძლოა, მისი დისკვალიფიცირების მოტივი გახდეს.

ბექა დოგრაშვილი