“ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ მხარდაჭერა გამოხატა კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, ული ჰიონესის მიმართ. შეგახსენებთ, ჰიონესს ფინანსური მაქინაციების გამო 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჰიონესს სასჯელი არ გაუსაჩივრებია და “ბაიერნის” პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა.
“ძალიან რთული მომენტია “ბაიერნისთვის”. გულდაწყვეტილები ვართ. ჰიონესი შესანიშნავი ადამიანია და ის ყოველთვის ჩვენს პრეზიდენტად დარჩება. რაც მთავარია, ეს მოვლენები თამაშის ხარისხზე არ უნდა აისახოს. “ბაიერნმა ჰიონესისთვის უნდა მოიგოს” – განაცხადა ფრანგმა ნახევარმცველმა “ლევერკუზენთან” მოგებული მატჩის შემდეგ.