ოფიციალურად: ქობულეთის “შუქურას” ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი შაშიაშვილია!

ქობულეთის “შუქურას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სულ ცოტა ხნის წინ დატოვა გია გურულმა.

დადასტურდება, რომ აჭარული კლუბის ახალი დამრიგებელი გიორგი შაშიაშვილი იქნება. უცნობია, რამდენ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ქართველმა მწვრთნელმა “შუქურასთან”.

37 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში ცხრა წლის მანძილზე გამოდიოდა. მისი სანაკრებო კარიერის დასამახახსოვრებელი მომენტი 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონის, იტალიის კარში გატანილი გოლია. შაშიაშვილი სხვადასხვა ქართულ კლუბში თამაშობდა. ასევე, ის ასპარეზობდა “ალანიაში”, “ჩერნომერცში”, “შტურმსა” და “ერგოტელისში”.

 

“დინამომ” გიორგი შაშიაშვილს მადლობა გადაუხადა

დღეს დინამოსა და მეტალურგს შორის მატჩის დაწყებამდე, დინამო თბილისმა ფეხბურთიდან გამორჩეული დინამოელი და წლების მანძილზე მისი კაპიტანი – გიორგი შაშიაშვილი გააცილა. გიორგიმ თავისი საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში დინამოში დაიწყო და დინამოშივე დაასრულა. შაში რეკორდსმენია ეროვნულ ჩემპიონატებში დინამოს მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით (197 შეხვედრა). ახლა უკვე მოღვაწეობას ჩვენი გუნდის აკადემიაში აგრძელებს, სადაც U-14 გუნდის მწვრთნელია. გიორგის კლუბის პრეზიდენტმა სამახსოვრო ჯილდო გადასცა, წარწერით- გიორგი შაშიაშვილს მადლობა დინამოსგან. შემდეგ ჩვენი გუნდის ვეტერანი ფან სექტორთან მივიდა, სადაც გლადიატორებმა ოვაცია მოუწყვეს.

1

2

3

4

5

FCDinamo.GE