მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გუნდის გარემარბების – ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შესაძლო ჩანაცვლებაზე ისაუბრა.
“სანამ სრულყოფილ შემცვლელებს არ ვიპოვით, მანამდე ჩვენს ფეხბურთელებს გამოვიყენებთ. დუგლას კოსტა გუნდს ვერ შეეწყო, რადგან ის ანგარებიანი ადამიანია, ასეთები კი “ბაიერნში” არ უყვართ.
კინგსლი კომანი ახალგაზრდა და ნიჭიერი ყმაწვილია. ის ჩვენთან უნდა განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შემცვლელის მოძიება დაგვჭირდება”, – ციტირებს ჰიონესის კომენტარს Frankenpost-ი.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” დუგლას კოსტა ამ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსში” გაანათხოვრა.