ორშაბათს, ერთ-ერთ ლივერპულულ გამოცემაში საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა. სტატია პატარა ფეხბურთელ ბიჭუნას ეხება, რომელმაც უკვე მოახერხა აღიარების მოპოვება.
7 წლის ბენ თრუმენი “ჰაიდოკის” 7-წლამდელთა გუნდში ირიცხება. მისით პრესა იმის შემდეგ დაინტერესდა, რაც 18 მატჩში 128 გოლის გატანა მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბენ თრუმენი უკვე ირიცხებოდა “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ევერტონის” აკადემიებში.
ცხადია, ნიჭიერი ბიჭუნათი არაერთი კლუბია დაინტერესებული, თუმცა მასთან კონტრაქტის გაფორმება კლუბებს მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, როცა ცხრა წლის გახდება.