ოფიციალურად: ჯო ალენი “სტოკ სიტის” ფეხბურთელია

ჯო ალენმა “ლივერპული” დატოვა.

26 წლის უელსელი ფეხბურთელი კარიერას “სტოკ სიტიში” გააგრძელებს. მხარეებს შორის ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ალენი კლუბს ხვალ, ორლანდოში შეუერთდება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულებამ 13 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ალენი “ლივერპულის” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში უელსელმა ნახევარმცველმა 19 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯო ალენს ინტერნეტმომხმარებლები დასცინიან

ინგლისის პრემიერლიგის XII ტურში “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის (3:1) მიმდინარეობისას სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ჯო ალენმა ტრავმა მიიღო. მედიკოსებმა მას თავი სპეციალური სახვევით შეუხვიეს, რაც სოციალურ ქსელში გულშემატკივრების მხრიდან ქილიკის საგანი გახდა.

აი, ასეთი სახუმარო ფოტოები გამოაქვეყნეს მომხმარებლებმა აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში.

B3IaOAmIYAA90gnB3IdvIXCUAA0gqCB3IV543IYAAe2myB3IVra-CIAAGte4B3IZsk3CAAE8BIvjpegjpeg1

ჯო ალენმა იუბილეზე ორიგინალური საჩუქარი მიიღო

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯო ალენმა იუბილეზე მეუღლისგან ორიგინალური საჩუქარი მიიღო.

უელსელი ფეხბურთელის ცოლმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც ალენი მამალთან ერთად არის გამოსახული. „ეს მისი საჩუქარია“, – წააწერა ფოტოს ფეხბურთელის მეუღლემ.

მამალს ბრიუსი დაარქვეს. ჯომ დაბადების დღის ხმაურიან წრეში აღნიშვნა არ ისურვა, იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. ალენს 14 მარტს 24 წელი შეუსრულდა.