საფრანგეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კიპერმა ლუკა ზიდანმა განმარტა, თუ რატომ აირჩია მეკარის ამპულა მამისგფან განსხვავებით, რომელიც თავის დროზე ნახევარმცველად თამაშობდა.
“ბავშვობაში, როდესაც ძმებთან და მამასთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის კარში ჩადგმა მინდოდა. არ მინდა, რომ მამაჩემს მადარებდნენ.
არავის არ ვბაძავ, თუმცა მანუელ ნოიერის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ის ამ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ჩემთვის ნოიერი უფრო საორიენტაციო ფიგურაა, ვიდრე მისაბაძი მაგალითი”, – თქვა ლუკა ზიდანმა ფიფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
17 წლის მეკარე დანარჩენ ძმებთან ერთად მადრიდის “რეალის” აკადემიაში ირიცხება. ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბის” მეორე გუნდს თავკაცობს, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.
ოქტომრის თვეში ლუკა ზიდანი საფრანგეთის 17 წლამდე ნაკრებთან ერთად ჩილეში გასამართ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.