ლიტვამ ბელგიასთან წააგო

ევრობასკეტის მესამე ტურში D ჯგუფში ბელგია ლიტვის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 76:74 მოუგო. პირველ მეოთხედში უკეთესი ლიტვა იყო, მეორეში კი ინიციატივა ბელგიელებიოსკენ გადავიდა. მესამე ათწუთიან პერიოდში ბელგიამ სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელმაც მას მოგებაში ხელი შეუწყო.

შევხედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლიტველი იონას ვალანჩნასი გამოდგა, რომელმაც 25 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ლიტვა – ბელგია – 74:76 (20:12, 15:23, 19:22, 20:19)

ლიტვა: ვალანჩნასი (25 ქ. 12 მ.), იანკუნასი (13 ქ. 4 პ.), საბონისი (10 ქ.), კალნიეტისი (7 ქ. 13 პ.), კუზმინსკასი (7 ქ. 6 მ.), მაჩულისი (4 ქ.), სეიბუტისი (4 ქ.), ლეკავიჩუსი (2 ქ.), მილაკნისი (2 ქ.)

ბელგია: ლოიესკი (20 ქ. 5 პ), ტაბუ-ებომა (16 ქ. 3 პ.), ვან როსომი (13 ქ. 5 პ.), ერველი (11 ქ.), მვემა (10 ქ.), ბოსკო (2 ქ. 3 პ.), ჟილე (2 ქ. 4 პ.), ტუმვა (2 ქ.)

ევრობასკეტ-2015 უკრაინაში აღარ გაიმართება

უკრაინაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ქვეყანამ კალათბურთში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.

აღნიშნული ინფორმაცია საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკიან ლუბკივსკიმ დაადასტურა და მასპინძლობაზე უარის თქმის მთავარი მიზეზად რუსეთის აგრესია დაასახელა.

უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ ევრობასკეტის საკუთარ ქვეყანაში ჩატარებას 2017 წელს მოახერხებს. ხოლო 2015 წლის ფორუმი სხვა ქვეყანას ან ქვეყნებს გადაეცემათ.