მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო კოსთამ „ეიბართან“ მოგებული მატჩი შეაფასა. ცნობისთვის, მისმა გუნდმა ხსენებული შეხვედრა ანგარიშით 2:0 მოიგო.
„პირველ ტაიმში სამი ჩინებული მომენტი გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. შესვენების შემდეგ ის ფეხბურთელები გამოვიყვანეთ, რომელთაც თამაშის გაძლიერება გამოუვიდათ. ოლივერ ტორესმა ბურთის კონტროლი გაამყარა, კორეამ კი შეტევაში სიმწვავე მოგვიმატა.
კორეა ის ფეხბურთელია, რომლის გამოსვლას გადამწყვეტს ვუწოდებდი, მან გოლი გაიტანა და საგოლე პასით მიითვალა. ეს მოთამაშე მაშინ გამოვიდა, როდესაც გუნდს მისი დახმარება სჭირდებოდა. საერთო ჯამში, ცვლილებებმა შედეგი გამოიღეს“, – განაცხადა არგენინელმა სპეციალისტმა.