რამოსი: “სიამოვნებას მგვრის ის ფაქტი, რომ “ბარსა” გასაჭირშია”

მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა აღიარა, რომ “ბარსელონას” გასაჭირში ყოფნა მას დიდ სიამოვნებას გვრის.

“რა თქმა უნდა მსიამოვნებს, როდესაც “ბარსას” საქმეები ცუდად მიდის. მე მომწონს ეს, რადგანაც ეს ჩვენს წინსვლას უწყობს ხელს.

ნამდვილად არ მინდა, რომ ვინმეს რამე ცუდი ვუსურვო. მათი გასაჭირი მხოლოდ სპორტული მიზეზებიდან გამომდინარე მგვრის სიამოვნებას. ყველაფერი, რაც “ბარსასთვის” ცუდია, “რეალისთვის” კარგი არის.

“კამპ ნოუზე” მათი დამარცხება მათთვის უდიდესი დარტყმა იყო. “კლასიკო” ყოველთვის 3 ქულაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს სეზონის ცენტრალური მატჩია.

მათ შეეძლოთ ლა ლიგის განაღდება, თუმცა, ნაცვლად ამისა ჩვენ სხვაობა შევამცირეთ. ტიტული მათ ხელში იყო.” – განაცხადა რამოსმა, რომლის გუნდიც სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს, “ბარსელონას”.

სიმეონე: „არ დაგიმალავთ, რომ ჩემპიონობაზე ვფიქრობთ“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ აღნიშნა, რომ ჩემპიონის ტიტული მოგებაზე არ ოცნებობს და, უბრალოდ, მის მოგებას აპირებს.

„არ დაგიმალავთ, რომ ტიტულის მოგება გვსურს, მაგრამ მწვრთნელის სამუშაო გარკვეული პრობლემების პოვნაა. რაულ გარსია, რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა, ისე კარგად ათამაშდა, რომ „მილანთან“ მატჩისას მას „ვისენტე კალდერონი“ ტაშით აცილებდა. ეს ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოგება რწმენას იმ ფეხბურთელებს მოუმატებს, რომლებიც აქამდე რეალობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა ფეხბურთის არგენტინელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი