ლონდონური “ჩელსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბს რადამელ ფალკაო, ალეშანდრე პატო და მარკო ამელია დატოვებს.
როგორც იცით, “არისტოკრატებმა” კოლუმბიელი ფალკაო და ბრაზილიელი პატო არენდით აიყვანეს და ისინი ამ არენდის გახანგრძლივებას არ აპირებენ. ისინი შესაბამისად “მონაკოსა” და “კორინთიანსს” დაუბრუნდებიან. რაც შეეხება მეკარე ამელიას, ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.
ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ფალკაომ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.
ალეშანდრე პატო კი “სტემფორდ ბრიჯზე” იანვარში გამოჩნდა. მან 2 მატჩში მოირგო “ჩელსის” მაისური და ერთი გოლიც გაიტანა, ამასთანავე ბრაზილიელმა ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
ამელიას კი გასულ სეზონში არც ერთი მატჩი არ უთამაშია “ჩელსის” მაისურით.