16-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება

16-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 3 მატჩი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა, ერთ შეხვედრას კი ქუთაისმა უმასპინძლა.

გაგაცნობთ თამაშების შედეგებს და გამორჩეულ მოთამაშეებს.
სოხუმი – ჰიუნდაი 3 80:76
სოხუმი: დაჩი დვალაძე – 31ქულა, 15 მოხსნა; ბექა ჭაჭუა – 16ქულა; ნიკა გოგოხია – 13ქულა, 11მოხსნა; ანდრო ანთელიძე – 12ქულა;
ჰიუნდაი 3: აკაკი ფიფია – 36ქულა, 9მოხსნა; ლევან წენგუაშვილი – 11ქულა, 7მოხსნა.
ორბი – ჰიუნდაი  42:88 
ორბი: გიორგი ჯაფარიძე – 17ქულა; გიორგი მამალაძე – 10ქულა, 8მოხსნა;
ჰიუნდაი: ზაურ ჯანელიძე – 33ქულა, 13მოხსნა; გოგა ბითაძე – 30ქულა, 28მოხსნა.
იბერი – მგზავრები არმია 51:61
იბერი: სანდრო ჯორბენაძე – 16 ქულა, 14 მოხსნა, ირაკლი სულხანიშვილი – 13 ქულა
მგზავრები-არმია: ნიკოლოზ ნიშნიანიძე – 17 ქულა, დავით სულხანიშვილი – 14 ქულა, 24 მოხსნა
u-16.ge

ქართველმა 16-წლამდელებმა თურქეთის ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულეს

საქართველოს 16-წლმდელთა ნაკრებმა თურქეთის წარმომადგენლობითი საერთაშორისო, 12-გუნდიანი ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა. ქართველებმა უკან მოიტოვეს მონტენეგრო, რუსეთი, სერბეთი და გერმანია, ხოლო მოწინავე ადგილები თურქეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ლიტვამ, ბოსნიამ, ჩინეთმა და ლატვიამ დაიკავეს.

ეს უკანასკნელი შეხვდა საართველოს მე-7 ადგილისთვის მატჩში. ლატვიელები საქართველოსთან ერთად ჯგუფშიც იყვნენ და 4 თებერვლის მატჩში ნიკო ჩერქეზიშვილის შეგირდები 66:49 დაამარცხეს. დღევანდელ მატჩში კი ბალტიისპირელებმა 60:44 გაიმრჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ზღვარი აკაკი ფიფიამ დაძლია, რომელმაც 12 ქულა მიითვალა. ზაურ ჯანელიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. მან 9 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. გოგა ბითაძის ანგარიშზე კი 8 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

ამით საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა და თბილისში დაბრუნდა.

 თურქეთის ფედერაციის 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი. 7 თებერვალი. კონია

საქართველო 44:60 ლატვია

სრული სტატისტიკა: 44:60

gbf.ge

თბილისის 16 და 18-წლამდელთა პირველობებზე ჯგუფები დაკომპლექტდა

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელების შეხვედრა ქალაქის პირველობებზე მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებთან. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა 16 და 18 წლამდელთა ,,ბ” ლიგების ჩატარების ფორმატი და გაირკვა ჯგუფები. 16-წლამდელთა ,,ბ” ლიგაში მონაწილეობას მიიღებს 18 გუნდი, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ. ასევე ორი ჯგუფი იქნება 18-წლამდელთა ,,ბ” ლიგაშიც, რომელშიც 14 გუნდი იასპარეზებს.

შეხვედრაზე დაზუსტდა 13-წლამდელთა ქალაქის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა და აღნიშნული ჩემპიონატის კენჭისყრა ხუთშაბათს დაიგეგმა.
gbf.ge

ქართველი 16-წლამდელების მორიგი მსხვერპლი რუმინეთი გახდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი შევსება ეზრდება. 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის, ირაკლი ტომარაძის და თემურ კანკიას გაწვრთნილმა ნაკრებმა მეტოქე კვლავ გაანადგურა. ქართველებმა ამჯერად რუმინეთი არ დაინდეს და მეტოქე 97:63 დაამარცხეს.

რომ არა კენჭისყრის უსამართლობა, საქართველო ახლა „ა“ დივიზიონში გადსასვლელად იბრძოლებდა და არა მე-9 ადგილისთვის. კაზანჯიანის გუნდი პირველ ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის 2 ფავორიტთან – ისრაელთან და სლოვენიასთან მოხვდა და ამ გუნდებთან მარცხის გამო, თუმც საბოლოოდ ბურთების შეფარდებით, ჯგუფში ჩარჩა.

9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადართული საქართველოს ნაკრები ამ საკვალიფიკაციო შეჯიბრის აშკარა ფავორიტია და პირველ მატჩში ესტონეთის 32 განადგურების შემდეგ რუმინეთი 34 ქულით გააცამტვერა. ქართველებს 21-21 ქულით ლევან ბაბილოძემ და გიორგი ცირეკიძემ ულიდერეს. 20 ქულა დააგროვა ლუკ ბულაშვილმა, გიორგი თვალაბეიშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო G ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მორიგ მატჩს H ჯგუფის მეორეადგილოსან ჰოლანდიასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში კაზანჯიანის გუნდი ტურნირის მე-9 ადგილისთვის მატჩში მაკედონიასა და ბულგარეთს შორის მოგებულს შეხვდება. არადა, ამ წყვილში დამარცხებულთან მე-11 ადგილისთვის ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. მაკედონია, შტრუმიცე. 27 აგვისტო

საქართველო 97:63 რუმიენთი

21-16, 19-17, 26-13, 31-17

gbf.ge

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი 32 ქულით გაანადგურა

მას შემდეგ, რაც საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ჯგუფიდან ვერ გავიდა, პროგრამა მინიმუმი მაქსიმალური შედეგის მიღწევა, ყველა მატჩის მოგება გახდა. გია კაზანჯიანის გუნდმა მიზნის მიღწევა რიხიანად დაიწყო და 9-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველ მატჩში ესტონეთი 32 ქულით გაანადგურა.

საქართველოს ნაკრები ესტონეთს 2 კვირის წინ, ბალტიისპირულ შეკრებისას ეთამაშა და 1 შეხვედრა მოუგო, მეორე კი ფრედ დაასრულა. დღეს მაკედონიაში გამართულ ოფიციალურ მატჩში კი ქართველებმა ესტონელებს შანსი არ დაუტოვეს – 92:60.

პირველი მეოთხედი ქართველებმა 24:9, ხოლო მეორე – 24:10 მოიგეს და მატჩის ბედი დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს. საქართველოს ნაკრები ყველა რგოლში დომინირებდა – რაზეც სტატისტიკა მეტყველებს.

საქართველოს ნაკრებში 10-ქულინ ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია. 20 ქულით და 7 პასით საუკეთესო შედეგი გიორგი ცირეკიძემ დააფიქსირა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან ბაბილოძემ, ხოლო ლადო ფურცხვანიძემ ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო გიორგი თვალაბეიშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა.

ხვალ, თბილისის დროით 16:15 საათზე, საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში საკვალიფიკაციო G ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს (ჯგუფის წევრია მაკედონიაც, მაგრამ ამ ნაკრებთან ქართველებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვება გადაჰყვათ).

მეორე საკვალიფიკაციო  – H ჯგუფში თავმოყრილი არიან ბულგარეთი, შვეიცარია, შვედეთი და ჰოლანდია. საქართველომ ესტონეთის ძლევით ჯგუფში 1-2 ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კაზანჯიანის გუნდი 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. საკვალიფიკაციო ჯგუფების ბოლო 2-2 გუნდი კი ერთმანეთში 13-16 ადგილებს გაითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. მაკედონია, შტრუმიცე. 26 აგვისტო

ესტონეთი 60:92 საქართველო

9-24 10-24 23-10 18-34

სრული სტატისტიკა:

gbf.ge

ქართველმა 16-წლამდელებმა ისრაელთან წააგეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა. გია კაზანჯიანი გუნდი ისრაელს შეხვდა და მოულოდნელად – 23 ქულის სხვაობით – 63:86 დამარცხდა.

მოულოდნელობა ამაში ისაა, რომ ქართველ 16-წლამდელებს საკმაოდ მებრძოლი გუნდი ჰყავთ და ასე იოლად თუ დათმობდნენ ებრაელებთან მატჩს, ძნელი საფიქრებელი იყო. პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით ჩამორჩენილმა ქართველებმა საკვანძო – მესამე პერიოდი ჩააგდეს და ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე წარმატების იმედი გადაწურული ჰქონდათ.

მესამე მეოთხედი ებრაელებმა 27:9 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 62:33 დაწინაურდნენ. მატჩის ბედიც აქ გაირკვა. ქართველებს ვერ უშველა ნიკა ლეონიძის შესანიშნავმა თამაშმა. ამ უკანასკნელმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 23 წუთში 27 ქულა დააგროვა. სამაგიეროდ, მის გარდა ვერც ერთი ქართველი ვერ ასცდა 10-ქულიან ზღვარს.

ქართველებმა ფარი 12 ერთეული მოხსნით წააგეს, ხოლო მთავარი დარტყმა თამაშიდან ჩაგდებული ბურთებით მიიღს. ებრაელებმა 23 ორქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ – 10.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს, მასსავით 2 წაგების მქონე ნორვეგიასთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 21 აგვისტო

ისრაელი 86:63 საქართველო

21-12, 14-12, 27-9, 24-30

სრული სტატისტიკა:

 http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_10107-B-3-2.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2014.roundID_10107.teamID_.html

gbf.ge

საქართველოს 16-წლამდელებმა სლოვენიასთან ბრძოლაში წააგეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “” დივიზიონში პირველი მატჩი ჩაატარა და მართალიასლოვენიასთან 73:81დამარცხდაგია კაზანჯიანის გუნდზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

შეგახსენებთრომ საკუთარ ასაკობივ კატეგორიებში საქართველოს 18 და 20-წლამდე გუნდებმა ძალიან სუსტად ითამაშეს, 16-წლამდელთა თაობაკი გაცილებით ყოჩაღი სჩანსამ გუნდმა საწვრთნელ მატჩებში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და “” დივიზიონში აშკარად შემთხვევითაღმოჩენილ სლოვენიასაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

ქართველი კალათბურთელები მეტოქეს ბოლო წუთებამდე მაგრად დაუდგნენ და მხოლოდ 8 ქულის სხვაობით წააგესაღსანიშნავიარომ ჩვენიგუნდიდან ათ ქულაზე მეტი ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდოორმაგი დუბლი (11 ქულა, 12 მოხსნამიითვალა ვლადიმერ ფურცხვანიძემლუკაბულაშვილმა 17 ქულა მოაგროვაგიორგი ცირეკიძემ – 15, ხოლო გიორგი გვიანიძემ – 12.

სლოვენიელთაგან შეუჩერებელი იყო ელვის კერიჩირომელმაც 32 წუთში 32 ქულა (!) ჩააგდო.

ამავე ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა მაკედონიამ ნორვეგია 77:40 გაანადგურა.

21 აგვისტოს თბილისის დროით 16:15 საათიდან საქართველო ისრაელს ეთამაშებარომელიც გუშინ ისვენებდასლოვენია კი ნორვეგიასგაეჯიბრება.

 ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 20 აგვისტო

საქართველო 73:81 სლოვენია

17-21, 23-20, 11-11, 22-29

სრული სტატისტიკა: http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_10107-B-2-1.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2014.roundID_10106.teamID_.html

gbf.ge

16-წლამდელთა ნაკრებმა ბაუსკას 17-წლამდელთა გუნდი 106:37 გაანადგურა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და კვლავ გაიმარჯვა. გია კაზანჯიანის, ირაკლი ტომარაძის და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა 2 დღის წინ რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრები იოლად – 72:55 დაამარცხა, ამჯერად კი მთლად ვარჯიშ-ვარჯიშ მოიგო – ქალაქ ბაუსკას გუნდს 106:37 სძლია.

აღსანიშნავია, რომ „ბაუსკა“ ქართველებს 17-წლამდელთა გუნდით ეთამაშა, მაგრამ ასაკში უპირატესობა ვერ გამოიყენა. ქართველებმა ლატვიელებს შანსი არ დაუტოვეს და 69 ქულის სხვაობით დაამარცხეს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეს ლატვიის დედაქალაქში გადაინაცვლებს, სადაც უკვე 18-წლამდელთა რიგის ერთ-ერთ გუნდს დაუპირისპირდება. ლატვიიდან ჩვენები ესტონთში ჩავლენ, შემდეკ კი ბელგიაში გაფრინდებიან. მთლიანობაში 16-წლამდელთა ნაკრები 6 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

ამხანაგური მატჩი. ლატვია. ბაუსკა. 5 აგვისტო

ბაუსკა (U-17) 37:106 საქართველო (U-16)

27:7, 27:9, 29:3, 23:18

gbf.ge

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი 17 ქულით გაანადგურა

საქართველომ რუსეთი დაამარცხა. „ბ“ დივიზიონში მყოფი გია კაზანჯიანის გაწვრთნილი 16-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე ლატვიაში იმყოფება და „ა“ დივიზიონის წევრ რუსეთს სპარინგ მატჩში დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველების გამარჯვებით – 72:55 დასრულდა. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ მისი მნიშვნელობა ვინძლო ოფიციალურ მატჩს აღემატებოდა. ქართველებმა რუსი თანატოლები დამაჯერებლად დაამარცხეს, რითაც ყველას დაანახვეს, რომ ქართულ კალათბურთს მომავალი ეზრდება. მატჩის შემდეგ ლატვიაში დავუკავშირდით ნაკრების მთავარ მწვრთნელს გია კაზანჯიანს…

 

         დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს, რომლებსაც მობილიზება არ აკლდათ, მოედანზე ისე გავიდნენ, რომ დარწმუნებული ვიყავი, რუსეთი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მეტოქე, გაიმარჯვებდნენ. ჩვენს გუნდს უკრაინასთან რამდენიმე დღის წინ გამართულ მატჩებშიც არ აკლდათ შემართება, მაგრამ დღეს სულ სხვა განწყობით და შემართებით ითამაშეს. ვისურვებდი, რომ ჩვენს გუნდს სულ ესე ეთამაშოს და დამიჯერეთ, წარმატებები არ მოგვაკლდება…

         რუსეთი „ა“ დივიზიონის წევრია და საერთოდ, რუსეთს ყოველთვის ფავორიტი ნაკრები ჰყავს ნებისმიერ ასაკში…

         „ა“ დივიზიონის წევრი იყო უკრაინაც, რომელსაც თბილისში 2 მატჩი დიდი ანგარიშით მოვუგეთ. ამ ასაკში არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ დივიზიონში ხარ. ყველაფერი თამაშის წასვლაზე, განწყობაზეა დამოკიდებული. საქართველოს ნაკრების წევრებმა დაცვაში ისე ითამაშეს, რომ რუსეთის ნაკრებს კი არა, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა ჩვენს ბიჭებთან თამაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს თავდადებული თამაშისთვის. მადლობა ჩემს ასისტენტებს – ირაკლი ტომარაძეს, თემურ კანკიას, და სამწყვრთნელო შტაბის წყველა წევრს.

         ჩვენი ნაკრები რამდენად მზადაა საიმისოდ, რომ „ა“ დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლოს?

         ჩვენი ნაკრები ყოველთვის იბრძოდა წარმატების მისაღწევად და მჯერა, რომ ახლაც ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. არ მინდა ეიფორიაში ჩავვარდე და რუსეთის და უკრაინის მოგების შემდეგ დავიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ელიტარულ დივიზიონში აუცილებლად გადავალთ. ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს. ერთი რამ კი ცხადია – ჩვენი ხელმძღვანელობის, კალათბურთის ფედერაციის შრომას და მოწადინებას, რომ კარგად მოვმზადებულიყავით, უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენმა ნაკრებმა დიდი გამოცდილება მიიღო გასული მატჩებით და წინ კიდევ არაერთი ღირსეული მეტოქე გველის, რომლებთანაც თამაში დიდ გამოცდილებას შეგვძენს.

         კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ?

         ლატვიაში კიდევ 2 სპარინგ-მატჩს გავმართვავთ ადგილობრივ კლუბებთან – ოღონდ ჩვენზე 2 წლით უფროსებთან. შემდეგ ესტონეთში გადავალთ და იქ კიდევ 2 მატჩს ვითამაშებთ ადგილობრივ ნაკრებთან. 13, 14 და 15 აგვისტოს კი ბელგიაში გველის თამაშები ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრებთან. ნაკრები ფორმაში შედის და კიდევ 7 საკონტროლო მატჩი იქნება მართლაც საკმარისი საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

         დაბოლოს, რუსეთთან თამაშის პერიპეტიებზე რას გვეტყვით…

         დაცვა იყო ის, რის ხარჯზეც ეს შეხვედრა მოვიგეთ. მატჩი დიდი უპირატესობით დავიწყეთ. 11:0 ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენმა ლიდერობამ 22 ქულა შეადგინა. ზედმეტია მატჩის დაძაბულობაზე ლაპარაკი. გამარჯვებას დამაჯერებელი თამაშის წყალობით მივაღწიეთ და ეს, ვიმეორებ, კარგად სათანადო მომზადებისა და მობილიზების შედეგად მოვახერხეთ.

16-წლამდელები. ლატვია. 2 აგვისტო.

რუსეთი 55:72 საქართველო

10:28, 15:19, 12:11, 18:14

საქართველო: ლეონიძე (7), ბაბილოძე (9), ყეინაშვილი, ცხოვრებოვი, ბულაშვილი (7), აფხაზავა (6), ცირეკიძე (21ქ, 6მ), ფურცხვანიძე (6), აკობია (5), თვალაბეიშვილი (9), ბარამიძე (2), კორსანტია

gbf.ge

2 გამარჯვების შემდეგ ქართველი 16-წლამდელები უკრაინასთან დამარცხდნენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან სპარინგ-მატჩების სერია დაასრულა. თბილისში ჩამოსული იყო უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონისთვის ემზადება. უკრაინელებმა „დინამოს“ ბაზაზე 3 ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელთაგან 2 უიმედოდ წააგეს, მესამე შეხვედრაში კი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს – 64:55.

2 მატჩი მოგებული გვქონდა, თანაც დიდი ანგარიშით. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები ნაკლებად დავტვირთე, ზოგი განაცხადში საერთოდ არ ყოფილა. შანსი მივეცი სათადარიგოებს და ნაკრების კანდიდატებს. წაგებაც ამის ბრალია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ამ მატჩმა იმ მოთამაშეების შესაძლებლობები დაგვანახა, რომლებსაც გასულ მატჩებში არ მიეცათ თავის გამოჩენისთვის საკმარისი დრო“ – განაცხადა 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი 16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში არიან და ოფიციალურ ტურნირზე თამაში 20-30 აგვისტოს, მაკედონიაში უწევთ. კაზანჯიანის გუნდის მეტოქეები ჯგუფში მაკედონია, ისრაელი, ნორვეგია და სლოვენია არიან.

16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. დინამოს ბაზა. 30 ივლისი

საქართველო 55:64 უკრაინა

9:24, 11:10, 15:21, 20:9

საქართველო: ლოლიშვილი (3), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (6ქ, 6მ), აკობია (7), ლეონიძე (3), გვიანიძე, თვალაბეიშვილი (2ქ, 6მ), ბულაშვილი (10), ბაბილოძე (8), ყეინაშვილი (4), კორსანტია (10), დოლიძე (2)

gbf.ge

ქართველმა 16-წლამდელებმა უკრაინა ისევ იოლად დაამარცხეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებს ისევ მოუგო. გუშინ 23-ქულიანი გამარჯვების შემდეგ ქართველებმა დღეს უკრაინელები შედარებით დაინტეს და 16-ქულიანი მარცხი აკმარეს.

როგორც ჩანს, ქართველ 16-წლამდელებს მომატებული აქვთ, რადგან ეს გუნდები გასულ თებერვალში თურქეთში, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობდნენ და უკრაინელებს ქართველებზე უკეთესი თუ არა, ნაკლები თამასი არ უჩვენებიათ. სლავთა გუნდი წელს, 20-30 აგვისტოს „ა“ დივიზიონში იასპარეზებს, ქართველებს კი ამ პერიოდში „ბ“ დივიზიონში მოუწევთ ჭიდილი.

დრევანდელი შეხვედრა ქართველებმა კვლავ მობილიზებულად და შემართებით ჩაატარეს. ძლიერი დასაწყისის (19:6) შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდი ოდნავ მოდუნდა და მეორე პერიოდი მეტოქეს 16:23 დაუთმო. მწვრთნელმა დროულად მიიღო შესაბამისი ზომები და მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, ბოლო პერიოში კი აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და 64:48 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 15 ქულითა და 7 პასით დავით აფხაზავა გამოირჩა. გუშინდელმა ბომბარდირმა ლევან ბაბილოძემ კი ამჯერად 13 ქულა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ლუკა ბულაშვილს, რომელმაც 14 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

ხვალ, 12:00 საათზე, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე საქართველო და უკრაინა მესამე სპარინგ-მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც სლავები სამშობლოში გაემგზავრებიან.

16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. დინამოს ბაზა. 29 ივლისი

საქართველო 64:48 უკრაინა

19:6, 16:23, 10:10, 19:9

საქართველო: დარბაიძე (3), ლოლიშვილი (3), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (2), აკობია, ლეონიძე (8), გვიანიძე, თვალაბეიშვილი (6ქ, 8მ), ბულაშვილი (14ქ, 9მ), აფხაზავა (15ქ, 7პ), ბაბილოძე (13), დოლიძე

gbf.ge

ქართველმა 16-წლამდელებმა თბილისში ჩამოსული უკრაინის ნაკრები გაანადგურეს

საქართველოში საკონტროლო მატჩების გასამართად ჩამოსულია უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც დღეს, გია კაანჯიანის გაწვრთნილი ნაკრები „დინამოს“ ბაზაზე შეხვდა და 82:59 გაანადგურა.

უკრაინა სულაც არ არის ბეჩავი. სლავთა ნაკრები „ა“ დივიზიონის წევრია და გასულ ზამთარში თურქეთში გამართულ წარმომადგენლობით ტურნირზე კარგადაც გამოვიდა. უკრაინელების საქართველოსი ჩამოსვლა არ იგეგმებოდა. პირიქით, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ჰქონდა კიევში სპარინგ-მატჩები დაგეგმილი, თუმცა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო სლავებმა თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტეს.

დღევანდელი შეხვედრა ქართველების დიდი უპირატესობით (17:3) რომ დაიწყო, ასევე გაგრზელდა და დასრულდა. კაზანჯიანის გუნდმა საკმაოდ დალაგებული, გააზრებული და სანახაობრივი თამაში აჩვენა.

16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში არიან და ოფიციალურ ტურნირზე თამაში 20-30 აგვისტოს, მაკედონიაში უწევთ. კაზანჯიანის გუნდის მეტოქეები ჯგუფში მაკედონია, ისრაელი, ნორვეგია და სლოვენია არიან.

29 სექტემბერს საქართველოსა და უკრაინის 16-ლამდელთა ნაკრებების თამაში კვლავ „დინამოს’ ბაზაზე, 19:00 საათზე გაიმართება, ხოლო 30-ში ეს გუნდები შუადღეს, 12:00 საათზე ითამაშებენ.

 

16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. დინამოს ბაზა. 28 ივლისი

საქართველო 82:59 უკრაინა

25:13, 17:12, 21:22, 19:12

საქართველო: დარბაიძე (7), ლოლიშვილი (3), კორსანტია (2), ფურცხვანიძე (6), აკობია (7), ლეონიძე (3), გვიანიძე (1), თვალაბეიშვილი (9), ბულაშვილი (13), ყეინაშვილი, აფხაზავა (13), ბაბილოძე (18)

gbf.ge