პიზარომ ბაიერნთან გაახანგრძლივა

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდმა კლაუდიო პიზარომ გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულება პერუელი ფორვარდის მიუნხენში კიდევ ერთი წლით დარჩენას გულისხმობს.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ მომდევნო სეზონშიც “ბაიერნის” ღირსებას დავიცავ. ეს ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბია” – განაცხადა პიზარომ.

გასულ სეზონში პიზარომ ბუნდესლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

რაფინიამ კლაუდიო პიზაროს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა

საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს კამერებმა მიუნხენის “ბაიერნის” ვარჯიშზე.