“ბენფიკა” მეკარის გარეშე დარჩა

პორტუგალიური “ბენფიკას” ძირითადი მეკარე არტური დაშავდა და მოედანზე ორი თვის განმავლობაში ვერ გამოვა. 32 წლის ბრაზილიელმა მხრის ტრავმა მიიღო “ოლიანენსესთან” მატჩის დროს.

არტურის ადგილს 20 წლის იან ობლაკი დაიკავებს. რომელიც “ბენფიკაში” წელს დაბრუნდა. ახალგაზრდა მეკარე “რიუ ავეში” იყო განათხოვრებული, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.