გადაწყდა: ვინ განსჯის ინგლისის ლიგის თასის ფინალს?

ინგლისის ლიგის თასის ფინალი 26 თებერვალს “უემბლიზე” “მანჩესტერ იუანიტედსა” და “საუთჰემპტონს” შორის გაიმართება.

გაირკვა, რომ აღნიშნულ შეხვედრას 46 წლის არიტრი, ანდრე მარინერი განსჯის. ამ რეფერისთვის ეს  რიგით მეორე ინგლისური ფინალი იქნება. აქამდე ანდრე 2013 წელს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მსაჯობდა. იმ მატჩში ერთმანეთს “უიგან ატლეტიკი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ.

 

აქვე გეტყვით, რომ მარინერს რიჩარდ ვესტი და სტიუარტ ბურტი გაუწევენ ასისტენტობას. მეოთხე მსაჯი კი კევინ ფრენდი იქნება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “არსენალი”: მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია

ცნობილი გახდა, თუ ვინ განსჯის “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალს” შორის შაბათს, პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ეგიდით გასამართ მატჩს.

საუბარია ანდრე მარინერზე, რომელმაც ჟოზე მორუინიოს სადებიუტო მატჩიც განსაჯა მიმდინარე სეზონში. “ვიტალიტი სტედიუმზე”, 14 აგვისტოს გამართულ მატჩში, რომელშიც სტუმრებმა იმარჯვეს (1-3), მარინერმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ახალ სეზონში მარინერმა პერმიერ ლიგის რვა მატჩი განსაჯა. საერთო ჯამში მან 29 ფეხბურთელი გააფრთხილა ყვითელი ბარათის ჩვენებით, ერთი კი პირდაპირ გააძევა (“ჰალ სიტის” აჰმედ ელმუჰამედი).

მაგრამ საპირისპირო თვისებებზე მიგვანიშნა ევროპა ლიგის მატჩმა, “პანათინაიკოსსა” და “აიაქსს” შორის, რომელიც ბერძენთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ მატჩში მან 9 ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი, სამს – წითელი.

„ჩელსი“ — „არსენალის“ მთავარმა არბიტრმა უხეში შეცდომა დაუშვა

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის მიმდინარე მატჩში მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე განზრახ ხელით ითამაშა და სტუმართა კარის მიმართულებით გამოცდილმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მარინერს აერია, თუ ვინ დაარღვია თამაშის წესი და წითელი ბარათი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად, კირან გიბსს უჩვენა. „მეთოფეებმა“ არბიტრის ვერდიქტი გააპროტესტეს და მიუთითეს, რომ ხელით ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ითამაშა, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ცნობისთვის, 43 წლის ანდრე მარინერი ფიფას არბიტრია.