ხვალ, “ნიუკასლთან” გასამართ მატჩში დიეგო კოშტას ნიღბის მორგება მოუწევს, რისი მიზეზიც ლონდონელთა აკადემიის ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც კოშტას ცხვირი გაუტეხა.
კლუბის ცნობით ეს შემთხვევითი ინციდენტი იყო. შედეგად ის “ჩელსის” მესამე ფეხბურთელი იქნება, რომელსაც ნიღბის ტარება მოუწევს ( ცეზარ ასპილიკუეტასთან და ნემანია მატიჩთან ერთად).
“ჩელსის” თავკაცმა განაცხადა: “კოშტამ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა. ეს აკადემიის ერთ-ერთ ფეხბურთელთან შეჯახებისას მოხდა. ზოროს გუნდი ვართ: ასპი, მატიჩი ახლა კიდევ კოშტაც დაემატა მათ სიას.”