ოფიციალურად: “უოტფორდმა” ხერარ დეულოფეუ “ბარსელონადან” გამოისყიდა”

“უოტფროდმა” დაადასტურა, რომ მან “ბარსელონადან” ხერარ დეულოფეუ გამოისყიდა.

როგორც ცნობილია, ინგლისელებმა ესპანელში 11.5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ხოლო, 3.5 მილიონი ფუნტი, შესაძლოა, ბონუსად დაამატონ. აქვე გეტყვით, რომ “ბლაგურნა” გამოსყიდვის უფლებას მაინც ინარჩუნებს.

24 წლის მოთამაშემ გასული სეზონის მეორე ნახევარი “უოტფორდში” იჯარით გაატარა და პრემიერ ლიგის შვიდ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. ის “ბარსადან” “ევერტონში”, “სევილიასა” და “მილანშიც” იყო განათხოვრებული.

სალაჰის შოუ “ენფილდზე”: 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 31-ე ტურის დაპირისპირება “ლივერპულსა” და “უოტფორდს” შორის მუჰამედ სალაჰის ბრწყინვალე შოუდ გადაიქცა. ეგვიპტელი ფეხბურთელის წყალობით “ლივერპულმა” გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე (5:0).

ანგარიში სწრაფი გოლის ხარჯზე თავად ეგვიპტელმა გახსნა შეხვედრის მეოთხე წუთზე, 43 წუთისთვის მის ანგარიშზე უკვე ორი გოლი იყო. 50-ე წუთზე გოლი ფირმინომ გაიტანა, თუმცა საგოლე გადაცემა და გოლის 50 პროცენტზე მეტი მაინც სალაჰის ანგარიშზე იყო.77-ე და 85-ე წუთებზა სალაჰმა თავისი მეოთხე და მეხუთე გოლები გაიტანა და სტადიონზე შეკრებილი 53 000-ზე მეტი გულშემატკივარი ფეხზე წამოაყენა.

ასე რომ, 31 მატჩში მოპოვებული 63 ქულით იურგენ კლოპის გუნდმა “ჩელსის” გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, “უოტფორდი” კი 36 ქულით მეთერთმეტეა.


“ლივერპული”: კარიუსი; რობერტსონი, ვან დეიკი, მატიპი, გომესი; ვეინალდუმი (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 71′), ჰენდერსონი, ემრე ჯანი (მილნერი 28′); სადიო მანე, ფირმინო (ინგსი 78′), მუჰამედ სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“უოტფორდი”: კარნეზისი; ბრიტოს კაბრერა (იანმაატი 82′), პროდლი, მარიაპა, ჰოლებასი; დოკურე, კაპუ; კიკო, რიჩარლისონი (ჰიუზი 68′), პერეირა; ტროი დინი (ოკაკა 78′)

მთავარი მწვრთნელი: ხავიერ გარსია


კარიკატურა: “ჩელსის” ფეხბურთელები და მწვრთნელი ცირკის ჯამბაზების როლში

გუშინ ლონდონის “ჩელსი” ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში “უოტფორდთან” ანგარიშით, 1-4 განადგურდა.

ომარ მომანიმ ანტნიო კონტე, ოლივიე ჟირუ, ედენ აზარი და დავიდ ლუისი ცირკის მონაწილე ჯამბაზებს შეადარა.

 

დეულოფეუმ “უოტფორდში” გადასვლის მთავარ მიზეზებზე ისაუბრა

ინგლისური “უოტფორდის” ახალწვეულმა, ჟერარ დეულოფეუმ პრესასთან საუბრისას “ბარსელონას” დატოვების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მისთვის მთავარი სათამაშო დროა.

“როდესაც “ბარსელონაში” ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რა სიტუაციაც დამხვდებოდა. იქ ნეიმარი, მესი და სუარესი თამაშობდნენ. ნეიმარის წასვლის შემდეგ კი დემბელე და კოუტინიო გამოჩნდა. ასეთი დონის გუნდში წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი შრომა და გამართლებაა საჭირო.

“ბარსელონაში” თამაშის გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს, თუმცა ბოლო თვეებში არც თუ ისე დიდ დროს მითმობდნენ და თვითრწმენაც დავკარგე. გამოსავალი კი სწორედ წასვლაში ვნახე.

მინდა ყოველი წუთი მოედანზე გავატარო, ჩემი მთავარი მიზან სწორედ ეს არის. “უოტფორდში” იმისთვის მოვედი, რომ სულ ვითამაშო და განვვითარდე, სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე,” – აცხადებს დეულოფეუ.

“უოტფორდი” – “ლივერპული”: უხვგოლიანი მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2017/18 წლების გათამაშებაში “უოტფორდისა” და “ლივერპულის” გუნდები საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩით ჩაერთნენ.

მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე, ოკაკამ გახსნა ჰოლებასის საგოლე გადაცემის დახმარებით, რასაც სადიო მანეს მიერ 29-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. 32-ე წუთზე დოკურემ კვლავ წინ გაიყვანა “ირმები”.

მატჩის მეორე ტაიმი “წითლების” უპირატესობით მიმდინარეობდა. 55-ე და 57-ე წუთზე ფირმინომ და სალაჰმა შეძლეს გოლების გატანა და “ლივერპლს” 94-ე წუთამდე აგებინებდნენ, სანამ თავს ბრიტოსი არ გამოიჩენდა.

მომდევნო ტურში “უოტფორდი” “ბორნმუთს” ეწვევა, “ლივერპული” კი “კრისტალ პალასს” მიიღებს.


“უოტფორდი”: გომესი; ჰოლებასი, ბრიტოს კაბრერა, ქაბული, იანმაატი (კიკო 18′); ჩალობაჰი, დოკურე, კლევერლი; პერეირა (რიჩარლისონი 50′), ოკაკა, ამბრაბატი

მთავარი მწვრთნელი: მარკოს სილვა

“ლივერპული”: მინოლე; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ლოვრენი, მორენო; ემრე ჯანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, სადიო მანე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი



“მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე “უოტფორდი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის ბოლო, 38-ე ტურში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” უმოტივაციოდ დარჩენილ “უოტფორდს” ეწვია და მასპინძლები ხუთბურთიანი სხვაობით გაანადგურა.

გოლები ვინსენ კომპანის, სერხიო აგუეროს (2x), ფერნანდინიოსა და გაბრიელ ჟეზუსის ანგარიშზეა.

შედეგად, “ქალაქელებს” პრემიერ ლიგის 38 მატჩში 78 ქულა დაუგროვდათ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს.


“უოტფორდი”: გომესი; ჰოლებასი, ბეჰრამი, იანმაატი; კაპუ, ამრაბატი (ტროი დინი 59′), დოკურე, კლევერლი, მეისონი; ოკაკა, ნიანგი

მთავარი მწვრთნელი: უოლტერ მაცარი

“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო; ფერნანდინიო, კომპანი, ოტამენდი, კლიში; იაია ტურე (ბაქარი სანია 63′), დე ბრუინი; გაბრიელ ჟეზუსი, სილვა, ლეროი სანე (ხესუს ნავასი 62′); აგუერო (იჰეანაჩო 71′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


კლაუდიო რანიერი პრემიერ ლიგაში ბრუნდება?

დღეს “უოტფორდის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უოლტერ მაცარი კლუბში დაკავებულ თანამდებობას სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

უცხოური ბუკმეიკერული კომპანიები კი უოლტერ მაცარის მთავარ ჩამნაცვლებლად კლაუდიო რანიერის მოისაზრებენ, რომელსაც პრემიერ ლიგაში მუშაობის ბრწყინვალე გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა “ლესტერ სიტის” გასულ სეზონში ჩემპიონის გვირგვინი მოუტანა, თუმცა ის მალევე გაუშვეს კლუბიდან არასახარბიელო შედეგების გამო.

რანიერის გარდა, მაცარის სავარაუდო ჩამნაცვლებლებად მოისაზრებენ: ალან პარდიუს, სილვას, გარი მონკს, მაიკლ პირსონსა და რობერტო მანჩინის.

ოფიციალურად: უოლტერ მაცარი “უოტფორდს” ტოვებს

ბრიტანული “უოტფორდის” მიერ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, უოლტერ მაცარი კლუბში დაკავებულ თანამდებობას სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

როგორც იცით, 55 წლის სპეციალისტი “უოტფორდს” სათავეში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა, თუმცა ამ უკანასკნელის ინგლისურმა კარიერა საკმაოდ ხანმოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური ქულების ოდენობა, რაც შესაძლოა, “უოტფორდმა” მიმდინარე სეზონში დააგროვოს 43-ია და ორი ქულით ჩამორჩება იმ შედეგს, რომელიც კიკე სანჩეს ფლორესმა გასულ სეზონში აჩვენა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს უოლტერ მაცარის “უოტფორდში”.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “უოტფორდს” სძლია (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედს” უოლტერ მაცარის “უოტფორდის” წინააღმდეგ მოუწია თამაში.

მატჩი “ოცნების თეატრში” შეკრებილი ადგილობრივი გულშემატკივრის სასარგებლოდ, 2-0 დასრულდა. გოლების გატანა ანტონი მარსიალმა და ხუან მატამ მოახერხა.

შედეგად, ჟოზეს გუნდი ამ დროისთვის 48 ქულას ფლობს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. “უოტფორდი” კი 30 ქულით მეთერთმეტეა.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ბლინდი, სმოლინგი, ბაილი, ვალენსია; პოლ პოგბა, ანდერ ერერა; მარსიალი (რეშფორდი 81′), მხითარიანი, მატა (ფელაინი 71′); იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“უოტფორდი”: გომესი; კეჩკარტი, ქაბული, პროდლი, ბრიტოს კაბრერა; კლევერლი; სარატე (ოკაკა 74′), კაპუ, ნიანგი, ჰოლებასი; ტროი დინი

მთავარი მწვრთნელი: უოლტერ მაცარი


ნიანგი პრემიერ ლიგაში ითამაშებს

იტალიური მედიის ცნობით, “მილანის” კუთვნილებაში მყოფი მ’ბაიე ნიანგი სეზონის ბოლომდე ბრიტანული “უოტფორდის” ღირსებას დაიცავს.

როგორც ცნობილი ხდება, სეზონის ბოლოს ინგლისურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. კლუბებმა ნიანგი 18.5 მილიონ ევროდ შეაფასეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებას “ბარნლიც” ცდილობდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერში მთავარი როლი “უოტფორდის” თავკაცის, უოლტერ მაცარის ფაქტორმა ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ნიანგი, რომელსაც დეკემბერში 22 წელი შეუსრულდა, “მილანში” “კაენიდან”, 3 მილიონ ევროდ გადაბარგდა 2012 წლის აგვისტოში.

კეისუკე ჰონდასთვის “ტოტენჰემთან” და “ლივერპულთან” ერთად “უოტფორდიც” იბრძოლებს

Sportitalia-ს მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანის” იაპონელი ფეხბურთელის, კეისუკე ჰონდას გადაბირებით უოლტერ მაცარის “უოტფორდიცაა” დაინტერესებული.

როგორც იცით, იაპონელი ფეხბურთელის კარიერა “სან სიროზე” არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა და ძალიან დიდია შანსი, რომ იტალიაში გატარებული 3 წლის შემდეგ, მან “როსონერი” დატოვოს.

30 წლის ნახევარმცველს ბოლო დროს “უოტფორდთან” ერთად პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე გუნდიც დაუკავშირეს: “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “ვესტ ჰემი”, “საუთჰემპტონი” და “სანდერლენდი”.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ჰონდას კარიერის აშშ-ში ან ჩინეთში გაგრძელების შანსიც აქვს.

“ტოტენჰემმა” “უოტფორდი” გაანადგურა (ვიდეო)

2017 წლის პრემიერ ლიგა “უოტფორდისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებამ გახსნა, რომელიც საკმაოდ დაძაბული უნდა გამომდგარიყო, თუმცა, ნაცვლად ამისა ინგლისელმა გულშემატკივარმა “მამლების” იოლი გამარჯვება იხილა.

ანგარიში მატჩის 27-ე წუთზე, ჰარი კეინმა გახსნა, რომელმაც ექვსი წუთის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. რამდენიმე წუთში თავიახალგაზრდა დელე ალიმაც გამოიჩინა, რომელმაცმეორე ტაიმშიც გაიტანა თავისი გოლი. მასპინძელთა მხრიდან კი ერთი გოლის გაქვითვა ქაბულმა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოახერხა.

შედეგად, პოჩეტინოს გუნდმა აქტივში კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერა და ამჟამად 39 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. “უოტფორდი” კი 22 ქულით მე-13-ა. “მამლების” მომდევნო მეტოქე ჩემპიონატის ლიდერი, “ჩელსი” იქნება, “ირმების” – “სტოკ სიტი”.


“უოტფორდი”: გომესი; კეჩკარტი, პროდლი, ქაბული; ჰოლებასი (მეისონი 68′), დუკურე, გედიორა, ამრაბატი (სინქლეარი 76′); კაპუ, იგალო; ტროი დინი

მთავარი მწვრთნელი: უოლტერ მაცარი

“ტოტენჰემი”: ლორისი; ტიპიერი, ალდერვაირელდი, ვიმერი, როუზი (დეივისი 68′); დაიერი, ვანიამა; სონი, ალი (უინქსი 61′), ერიქსენი; ჰარი კეინი (იანსენი 77′)

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: ჰარი კეინი 27′ 33′, დელე ალი 41′ 46′