“ელ კლასიკოს” მსაჯი დასაჯეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:1) მთავარი არბიტრის თანაშემწე შეუფერებელი საქციელის გამო დასაჯეს.

შესვენების დროს გვერდითი არბიტრ პაუ ნორბერტ დევისს “ბარსელონას” ფეხბურთელებთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა, რამაც სკანდალი გამოიწვია. გულშემატკივართა ნაწილი ეჭვობს, რომ ლაინსმენს კატალონიური გუნდის მოთამაშეებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და მათ ეხმარება.

ამ ფაქტის გამო “რეალს” ოფიციალური სტრუქტურებისთვის არ მიუმართავს, თუმცა ესპანეთის მსაჯთა კომიტეტმა საკუთარი გამოძიება დაიწყო და შედეგად, პაუ ნორბერტ დევისს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. სასჯელის მიზეზში მხოლოდ მსაჯის არასათანადო საქციელია აღნიშნული, უშუალოდ მატჩში ლაინსმენის არასწორ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის.

“ელ კლასიკოში” რონალდუსა და მესის შორის მცირე დიალოგი შედგა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ ერთმანეთთან ორიოდ სიტყვა გაცვალეს.

Canal Futbolista-ს ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სკაუთარ საჯარიმოში მესი პერსონალურად აიყვანა და მათ შორის მეგობრული დიალოგიც შედგა.

რონალდუ: “რა ხდება?”
მესი: “მშვიდობაა”.

“ელ კლასიკოს” ჩატარების თარიღი და დრო ოფიციალურად დადგინდა

ოფიციალურად დადგინდა სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” ჩატარების თარიღი და დრო.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩი 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 (ადგილობრივი დროით 18:15) საათზე  დაიწყება.

მეორე წრეში ამავე გუნდებს შორის “ნოუ კამპზე” გასამართი შეხვედრა აპრილში უნდა ჩატარდეს.

 

როგორ ერთობიან „ელ კლასიკოს“ წინ „ბარსელონას“ ფეხბურთელები (ვიდეო)

ლუის ენრიკეს მოთამაშეები მადრიდის „რეალთან“ პრინციპული მატჩის წინ საკმაოდ კარგ განწყობაზე არიან, რაზეც მათი ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის ამსახველ ვიდეოც მეტყველებს.

ბოლო 30 წლის „ელ კლასიკოს“ ყველა გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ 1984 წლიდან 2014 წლამდე „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩებში გასული ყველა გოლის ამსახველ ვიდეოს.

„რეალთან“ პიკეს თამაში გამოირიცხა

„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გასამართ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელი ფეხბურთელი მიმდინარე თვის დასაწყისიდან ლაზარეთშია. პიკემ ტრავმა მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო, როდესაც დიეგო კოსტასთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მოედანზე ცუდად დაეცა. „ბარსელონას“ მცველმა გუშინ სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რომელმაც ოთხშაბათს მისი თამაში გამორიცხა.

„ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის თასის ფინალური მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„ელ კლასიკოს“ კონკურსის გამარჯვებულები

სპორტულმა ინტერნეტ-პორტალმა Fanebi.com-მა მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამატებითი კონკურსი შემოგთავაზათ. ჩვენს პორტალზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს უშუალოდ ამ შეხვედრის გვერდზე უნდა დაეწერა „europe-bet.com“ და მატჩის შესაძლო შედეგი („რეალის“ მოგება / ფრე / „ბარსელონას“ მოგება).

პირველი 100 სწორი პასუხის ავტორისთვის „ევროპაბეთის“ ანგარიშზე 2 ლარი იყო გათვალისწინებული. დღეს ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამარჯვებულად ცხადდება 37 მომხმარებელი. შესაბამისად, აღნიშნულ 37 მომხმარებელს დაერიცხება „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს მითითებული პინ-კოდი. კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ საკუთარ პროფილში არსებულ ველში „ჩემს შესახებ“ – უნდა მიუთითოთ „ევროპაბეთის“ პინი, რათა გამარჯვებულს მოგებული თანხა დაერიცხოს.

თქვენს პროფილში გადასასვლელად ეს ბმული გამოიყენეთ — http://fanebi.com/user_profile/

რაც შეეხება გამარჯვებულთა სიას, ის ასე გამოიყურება:

mamuka151551 – 2 ლარი
I8K8A – 2 ლარი
Neymar. – 2 ლარი
Dimano – 2 ლარი
nona151551 – 2 ლარი
alain_bernard – 2 ლარი
temo151551 – 2 ლარი
badri1990badri – 2 ლარი
komunichi – 2 ლარი
vatooo – 2 ლარი
murtazi – 2 ლარი
giobagdo – 2 ლარი
mari151551 – 2 ლარი
lashikovski16 – 2 ლარი
nia – 2 ლარი
DOMENA – 2 ლარი
jabaaa – 2 ლარი
gia chichinadze – 2 ლარი
acm – 2 ლარი
xucika – 2 ლარი
CONTINUE2000 – 2 ლარი
nagana – 2 ლარი
sua9 – 2 ლარი
D A V I T I – 2 ლარი
milanista – 2 ლარი
berika77 – 2 ლარი
ajax – 2 ლარი
niblia – 2 ლარი
wtengo – 2 ლარი
sergosg8 – 2 ლარი
baneta – 2 ლარი
kaxa1997 – 2 ლარი
crazyoig – 2 ლარი
luka – 2 ლარი
we are cules – 2 ლარი
malxaz_777 – 2 ლარი
keraqera – 2 ლარი

ამ 37 მომხმარებლიდან რვას არ აქვს მითითებული საკუთარი პინი.

ეს მომხმარებლები არიან: Dimano, murtazi, nia, jabaaa, sua9, D A V I T I, baneta, crazyoig. მათ პინ-კოდის მისათითებლად ვაძლევთ ვადას 00:00 საათამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ანგარიშზე თანხა ვერ დაირიცხება.