რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ისრაელში რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა, რიკი ჰიკმანმა ისრაელში რეგულარული ჩმპიონატი დაასრულა. დასკვნით ტურში მისი „მაკაბი“ ჰაიფის „მაკაბის“ შეხვდა და 74:59 დაამარცხა.

ქართულპასპორტიანი ამერიკელი თელავიველთა სასტარტო შემადგენლობაშ იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჰიკმანმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

საბოლოოდ ჰიკმანის გუნდს 22 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა და ისრაელის ლიგის ყველა გუნდი უკან მოიტოვა. მეოთხედფინალში თელ ავივის „მაკაბი“ „გალილ გილბოას“ შეხვდება. პირველი მატჩი 3 მაისს გაიმართება და სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება.

gbf.ge

რიკი ჰიკმანი “მაკაბის” ევროლიგის ოთხთა ფინალში 16 ქულით შეუძღვა

რიკი ჰიკმანი და მისი “მაკაბი” მილანში მიდიან, სადაც 16-18 მაისს ევროლიგის ოთხთა ფინალი გაიმართება. ოთხთა ფინალის მასპინძელი მილანელები კი განზე დარჩნენ- “მაკაბიმ” მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩი “ემპორიო არმანის” 86:66 მოუგო და საერთო ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვა.

როგორც წინა მატჩებში, ქართულპასპორტიანი ამერიკელი ამჯერადაც გამორჩეული იყო.  “მაკაბიში” ბომბარდირობა  ჰიკმანმაალექს ტაიუსთან გაიყო. ორივე კალათბურთელმა 16-16 ქულა დააგროვა.

მილანელებმა ვერ გაუძლეს თელავიველთა და მათ ქომაგთა ზეწოლას და 3 მეოთხედის განმავლობაში ღირსეულად მებრძოლნი, ბოლო პერიოდში განადგურდნენ. პირველი ტაიმი “ემპორიო არმანიმ” 43:35 მოიგო და ლიდერობას ბოლო პერიოდის წინაც ინარჩუნებდა – 56:54, თუმც “მაკაბიმ” გადამწყვეტ მომენტში შთამბეჭდავად ითამაშა.

საიმედო დაცვა და შეტევაში სიზუსტე – ამ კომპონენტების სამაგალითოდ შესრულებამ მასპინძლებს ის შედეგი მოუტანა, რომ ბოლო 10-წუთეული დევიდ ბლატის გუნდმა 32:10 მოიგო და მეტოქე საბოლოოდ 20 ქულით გაანადგურა.

მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ჰიკმანმა ითამაშა. 38:12 წუთში რიკიმ 16 ქულა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. საქართველოს მოქალაქემ 4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ალექს ტაიუსმა, ხოლო კიდევ 1 გამორჩეული მაკაბელი დევინ სმიტი გახლდათ, რომელმაც თავი 13 ქულას, 9 მოხსნას და 5 პასს მოუყარა. მილანელებს 28 ქულით კეიტ ლენგფორდმა ულიდერა, მაგრამ…

ოთხთა ფინალში გასული “მაკაბი” მორიგ მეტოქეს 25 აპრილს შეიტყობს. 16 მაისს,  მილანში  დანიშნულ ნახევარფინალში თელავიველებს “პანათინაიკოსსა” და ცსკა-ს შორის გამარჯვებული შეხვდება. ამ გუნდების მეოთხედფინალური სერია დღეს დრამატული მატჩის შემდეგ გათანაბრდა. “პანათინაიკოსმა” სერიის მე-4 შეხვედრა ათენში დამატებით დროში, 73:72 მოუგო მოსკოვურ გუნდს და საერთო ანგარიში გააყაიმა – 2:2. მე-5, გადამწყვეტ მატჩს 25 აპრილს რუსეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

gbf.ge

ჰიკმანმა ცსკა-სთან 15 ქულა დააგროვა, „ოლიმპიაკოსმა“ „რეალი“ დაამარცხა

გუშინ, საღამოს, ევროლიგის 1/4 ფინალის სამი შეხვედრა გაიმართა.

ათენის „ოლიმპიაკოსმა“ შინ მადრიდის „რეალი“ მიიღო და მეტოქეს ორი ქულით აჯობა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებში დანსტონი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა გააკეთა.

„ოლიმპიაკოსი“ – „რეალი“ 78:76 (23:15, 22:23, 20:20, 13:18)

„ოლიმპიაკოსი“: დანსტონი (21 ქ. 9 მ. 4 პ.), სპანულისი (17 ქ. 4 პ. 5 დ.), ლოიესკი (11 ქ.), პეტუეი (11 ქ.)
„რეალი“: როდრიგესი (19 ქ. 4 პ.), ფერნანდესი (18), ლიული (16), რეიესი (13)

ანგარიში სერიაში: 1:2

მილანში მარცხის შემდეგ თელ-ავივის „მაკაბიმ“ შინ „არმანი ჯინსს“ შანსი არ დაუტოვა და 12 ქულით აჯობა. ისრაელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი რიკი ჰიკმენი იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა და 6 გადაცემა გააკეთა.

„მაკაბი“ – „არმანი ჯინსი“ 75:63 (15:16, 24:13, 22:16, 14:18)

„მაკაბი“: ბლუ (16 ქ.), ჰიკმანი (15 ქ. 6 პ.), ტაიუსი (14 ქ. 8 მ.), რაისი (9 ქ. 4 პ.), სხორცანიტისი (8), სმიტი (7)
„არმანი ჯინსი“: ჰეკეტი (14 ქ. 6 მ.), ლენგფორდი (12 ქ. 4 პ.), ჯერელსი (11), სამუელსი (8), მოსი (7 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 2:1

გაიმარჯვა კიდევ ერთმა ბერძნულმა გრანდმა „პანაითინაიკოსმა“, რომელმაც ცსკა-სთან პირველი ორი წაგებული მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში შეამცირა და შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პანაითინაკოსი – ცსკა 65:59 (20:11, 21:24, 10:12, 14:12)

„პანაითინაიკოსი“: ლასმე (13 ქ.), რაიტი (10 ქ. 8 მ.), დიამანტიდისი (9 ქ. 5 პ. 3 ჩ.), ფოცისი (9 ქ. 7 მ.)
ცსკა: უიმსი (14 ქ.), რიდზონი (10), ვორონცევიჩი (7 ქ. 6 მ.), კრსტიჩი (6), ხრიაპა (1 ქ. 5 მ. 8 პ.)

ანგარიში სერიაში: 1:2

ჰიკმანის 9 ქულა, 9 პასი და წაგება მილანში

რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ლოგიკური მარცხი განიცადა მილანში, “ემპორიო არმანისთან”, რის შემდეგაც ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

თელავიველებმა 2 დღის წინ ისეთი მატჩი მოუგეს მილანელებს, რომ იტყვიან, მოგება ჯიბიდან ამოაცალეს. ცხადზე უცხადესი იყო, რომ “ემპორიო არმანი” ზედიზედ მეორე მატჩს შინ არ დათმობდა და ასეც მოხდა. მილანელებმა საკმაოდ იოლად – 91:77 იმარჯვეს, თუმცა სერიაში მოედნის უპირატესობა თელავიველების მხარესაა.

საქართველოს პასპორტის მქონე ჰიკმანმა 30:55 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რიკიმ 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულას ჰიკმანმა მატჩში უმეტესი 9 პასი და 4 მოხსნაც მოაყოლა. საერთო სარგებლიანობით იგი მხოლოდ კერტის იერილისს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 პასი დააგროვა.

სერიის მომდევნო 2 მატჩი 21 და 23 აპრილს თელ ავივში გაიმართება და წარმატების შემთხვევაში “მაკაბი” ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს. თუკი გუნდები მოგებებს გაიყოფენ, მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა მილანში გაიმართება.

gbf.ge

შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” და ჰიკმანის “მაკაბიმ” ევროლიგის პლეი ოფი გაინაღდეს

რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ევროლიგის პელი ოფში გააღწია. ეს იმ მატჩის მერე გაირკვა, რომელიც ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელის ებრაულმა გუნდმა გერმანიაში ჩაატარა. თელავიველები მიუნხენში “ბაიერნს” შეხვდნენ და დაძაბურ ბრძოლაში, 94:92დაამარცხეს.

ჰიკმანმა თელავიველთა სასტარტო ხუთულში 24:50 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. მაკაბელთა შორის 14 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო ამერიკელი ალექს ტაიუსი იყო, ხოლო ტაირის რაისმა თელავიველებს 18 ქულა და 5 პასი შესძინა. რაც შეეხებათ მიუნხენელებს, 17 ქულა, 10 პსი და 7 მოხსნა მალკოლმ დილეინმა მიითვალა.

ამ გამარჯვებით “მაკაბიმ” F ჯგუფში მე-3 ადგილი გაინაღდა და უკვე პლეი ოფის მეტოქის ვინაობაც იცის. E ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ასე ჩაამთავრებს რეგულარულ ჩემპიონატს მილანური “ემპორიო არმანი”, რომელიც ჰიკმანის გუნდს ოთხთა ფინალში გამსვლელ საპლეიოფო სერიაში დაუპირისპირდება. სერია 3 გამარჯვებამდე იქნება და მოგებული, როგორც ვთქვით, ოთხთა ფინალში გავა.

პლეი ოფის საგზური გაინაღდა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმაც”, რომელმაც ამ ტურის მატჩი დღეს უნდა ითამაშოს. პირეოსელებს ჯგუფიდან გასვლა “უნიკახას” მარცხმა გაუნაღდა. მეოთხე ადგილზე მყოფი “ოლიმპიაკოსი” ურთიერთშეხვედრებში “უნიკახასაც” ჯობნის და “ფებერბაჰჩესაც”, რომლებიც ცხრილში პირეოსელთ შემდეგ, მე-5 და მე-6 ადგილებზე არიან განთავსებულნი.

“ოლიმპიაკოსი” დღეს სტამბოლში “ეფესს” დაუპირისპირდება, მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” კი მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება. “გალათასარაი” პლეი ოფი გასასვლელად იბრძვის და კონკურენტად კრასნოდარული “ლოკომოტივი” ჰყავს.

gbf.ge

რიკი ჰიკმანმა ჰაიფაში წაგებულ მატჩში 12 ქულა ჩააგდო

რიკი ჰიკმანის „მაკაბიმ“ ისრაელის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ დამარცხდა, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. თელავიველები ჰაიფაში მოსახელე „მაკაბის“ ესტუმრნენ და დაძაბულ ფინალში შეხვედრა 2 ქულის სხვაობით – 66:68 დათმეს.

ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანმა თელავიველთა სასტარტო ხუთეულში 26 წუთი ითამაშა და 5-დან 3 ორქულიანთან ერთად 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულას ჰიკმანმა 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ჰიკმანზე შედეგიანი მის თანაგუნდელთაგან იოგნევ ოჰაიონი იყო, რომელმაც 13 ქულა და 7 პასი მიითვალა.

19 მოგებითა და 6 მარცხით თელ ავივის „მაკაბი“ ცხრილში მე-2 ადგილზეა, პირველზე კი 1 ქულით წინ მყოფი იერუსალიმის „ჰაპოელია“. მომდევნო მატჩს ჰიკმანის გუნდი თანაქალაქელ „ჰაპოელთან“ გამართავს.

gbf.ge

ჰიკმანის 18-მა ქულამ “მაკაბი” მარცხისგან ვერ იხსნა

რიკი ჰიკმანის 18 ქულა ისრაელის ჩემპიონატში. თელ ავივის „მაკაბის“ ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა მორიგ ტურში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.

ებრაული კალათბურთის უცვლელი ფლაგმანი “მაკაბი” წლეულს დიდი კონკურენციის ქვეშაა – იერუსალიმის „ჰაპოელი“ გვარიანად მომძლავრდა და გასულ ტურში „მაკაბის“ ძლევით მას ცხრილის სათავეში შეუწყვილდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი „მაკაბის“ მოედანზე გაიმართა, თელავიველებმა უშანსოდ წააგეს. ყოფილი მაკაბელის, იოთამ ჰალპერინის ლიდერობით იერუსალიმელებმა 93:65 იმარჯვეს. „მაკაბის“ რიგებში 18 ქულით საუკეთესო რიკი ჰიკმანი იყო, რომელმაც სასტარტო ხუთეულში, მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა.

ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად ჰიკმანმა 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სოფოკლის შორცანიტისმა თელავიველებს 10 ქულით და 4 მოხსნით შეეწია.

ამ გამარჯვების შემდეგ იერუსალიმის „ჰაპოელი“ ცხრილის სათავეში „მაკაბის“ გაუთანაბრდა და ახლა ორივეს 19 მოგება და 5 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს ჰიკმანის გუნდი 30 მარტს, სტუმრად ჰაიფის „მაკაბისთან“ გამართავს.