Fanebi.com საქართველოს ფუტსალის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მეკარეს, ლაშა წამალაშვილს გაესაუბრა. 1989 წელს დაბადებულ ნიჭიერ მოთამაშეს კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწია.
ფეხბურთის თამაში სად დაიწყე?
ფეხბურთს 6 წლიდან ვთამაშობდი, მაგრამ 15 წლის ასაკში მძიმე ტრავმა მივიღე. იმ დროს „ვიტ ჯორჯიას“ დუბლებში ვიყავი.
ფუტსალში როგორ აღმოჩნდი?
სამწუხაროდ ტრავმის გამო 1 წელი გამიცდა. ჩემმა მეგობარმა, ლაშა ცნობილაძემ ფუტსალში მირჩია ძალების მოსინჯვა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი.
რომელ გუნდში ასპარეზობდი?
„იბერიაში“ მოვხვდი. მერე კი ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც პეტრე თაბუკაშვილმა, ბექა კვიციანმა და კახა დევდარიანმა გამზარდეს. ამ ადამიანებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი. სწორედ მათ ჩამინეგრეს ფუტსალის სიყვარული.
ასეთ ახლაგაზრდულ ასაკში რატომ დაანებე სპორტს თავი?
სამწუხაროდ, ტრავმების გამო წინ ვეღარ წავედი. გულიც კი გამიჩერდა თამაშის დროს. ასევე გადაწყვეტილებაში დიდი როლი პირადმა ცხოვრებამაც ითამაშა. კარიერა ერთ გოგოს გამო დავასრულე.უხაროდ, ტრავმების გამო წინ ვეღარ წავედი. გულიც კი გამიჩერდა თამაშის დროს.
როგორი სიტუაციაა ახლა ქართულ ფუტსალში?
სიტუაცია კარგი ნამდივლად არ არის. ყველაფერი კახა დევდარიანის გადაყენების შემდეგ დაიწყო. დაიშალა ახალგაზრდული, ჩემპიონატში გუნდები აღარ იყო,
რა არის მთავარი პრობელმა და გამოსავალს რაში ხედავ?
მთავარი პრობლემა ბავშვების აღზრდა და მომავალია თაობაა, რომელიც ახლა არ გვყავს. აუციელბლად უნდა აშენდეს ფუტსალის სკოლები. იმედია ყველაფერი დალაგდება და ფუტსალი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ სპორტში.