დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 დეკემბერი)

გვარდიოლამ ვაიგლს დაუმიზნა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, იულიან ვაიგლი სამიზნეთა სიის სათავეში მოათავსა. სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ ზაფხულს განხორციელდება.(Manchester Evening News)

“ბარსელონა” ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებას აპირებს

“ჩელსის” ძირითადიდან ამოვარდნილ ბრანისლავ ივანოვიჩს კატალონიური “ბარსელონა” “კამპ ნოუს” საგზურს სთავაზობს. ინგლისელების აზრით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ სერბმა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. (The Sun)

“ვალენსიას” როხოს გადაბირება მოუნდა

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს. ბრიტანული პრესის ცნობით, “ღამურები” მარკუს როხოს გადაბირებას აპირებენ, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” ლუი ვან გაალმა მიიყვანა. (Manchester Evening News)

Untitled-1

“სუონსის” მთავარი სამიზნე ქრის კოულმენია

დიდი წნეხის ქვეშ მყოფი “სუონსის” ხელმძღვანელობამ, რომელმაც ახლახან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბობ ბრედლი, მთავარ მიზნად ქრის კოულმენის გადაბირება დაისახა. (Express)

“არისტოკრატები” ჩიჩარიტოს აკვირდებიან

“ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელი ფორვარდისთვის, ხავიერ ერნანდეს ჩიჩარიტოსათვის გამართულ ბრძოლას ლონდონური “ჩელსიც” შეუერთდა. ფორვარდმა “მანჩესტერის” დატოვების შემდეგ, ბუნდესლიგის 43 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა. (Bild)

კლოპმა ოქსლეიდ-ჩემბერლენი არ გვჭირდებაო

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კატეგორიულად უარყო იფნორმაცია “არსენალთან” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებების არსებობის შესახებ: ” ზოგადად, სატრანსფერო ჭორებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. მინდა გითხრათ, რომ ეს სრული ნონსენსია.” (Sky Sports)

მოსალოდნელი ტრანსფერები (29.12.2016)

ვიდეო — გიბსია თუ ოქსლეიდ-ჩემბერლენი?

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართულ მატჩში მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე განზრახ ხელით ითამაშა და სტუმართა კარის მიმართულებით გამოცდილმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მარინერს აერია, თუ ვინ დაარღვია თამაშის წესი და წითელი ბარათი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად, კირან გიბსს უჩვენა.

ეს ფაქტი კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. სოციალურ ქსელში ბევრი სახუმარო შარჟიც მიეძღვნა. Football Daily -მ კი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის ყურებისას მნახველმა უნდა გამოიცნოს, სახეაფარებული ფეხბურთელი გიბსია თუ ოქსლეიდ-ჩემბერლენი.

გთავაზობთ აღნიშნულ ვიდეოს.