კიდევ ერთი შანსი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები, ანდერსონი და ბებე, რომელთაც მოლოდინი ვერ გაამართლეს, კიდევ ერთ შანსს მიიღებენ.

23 წლის ბებემ თავისი უკანასკნელი შეხვედრა “წითელი ეშმაკების” რიგებში 2011 წლის თებერვალში ჩაატარა და მას შემდეგ იჯარის წესით ხეტიალობს. სათამაშო პრაქტიკის არ მქონე ანდერსონი კი იანვარში წავიდა ასევე იჯარის წესით.

იტალიურმა “ფიორენტინამ” 26 წლის ფეხბუთელის ტრანსფერი არ გამოისყიდა და ბრაზილიელი პორტუგალიელთან ერთად დაბრუნდა “იუნაიტედში”.

Manchester Evening News – ის ცნობით ლუი ვან გაალი არ აპირებს ორივე მოთამაშე მალევე ჩამოწეროს. ისინი შანსს წინა სასეზონო შეკრებებზე მიიღებენ.

დავამატებთ, რომ ბებესა და ანდერსონის კონტრაქტები მომავალ წელს იწურება, რის გამოც მათთან განშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორივე ფეხბურთელი კლუბს ამ ზაფხულშივე დატოვებს.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ბებე “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებას გეგმავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” კუთვნილებაში მყოფი ფეხბურთელი ბებე აცხადებს, რომ ის “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 2010 წელს ჩაირიცხა, ამის შემდეგ ის “ბეშიქთაშში” და “რიო ავეში” გაანათხოვრეს, ახლა კი, იჯარით, “პასუშ დე ფერეირაში” იმყოფება.

“კარგ ფრომაში ვიმყოფები და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება. “მანჩესტერ იუნაიტედი” უდიდესი კლუბია და იქ დაბრუნების დიდი სურვილი მართლაც გამაჩნია”, – ამბობს 23 წლის მოთამაშე.